<!-- IMAGE -->
სუდანში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში პირველი მრავალპარტიული არჩევნებია.
ხმის მიცემის პროცედურა დღეს დილით დაიწყო. მთავრობამ ოპოზიციის მოთხოვნაზე - გადავადდეს არჩევნები , უარი განაცხადა.
ოპოზიციამ არჩევნების გადატანის მიზეზად პრეზიდენტის და მისი პარტიის „ეროვნული კონგრესის“ მხრიდან არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა დაასახელა.
ხმის მიცემა ხუთშაბათამდე გასტანს. ამ დროისათვის ზოგიერთმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. სუდანის საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არჩევენები ისეა ორგანიზებული, რომ გაყალბების შანსი არავის ექნება.