ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი გლოვობს


პოლონეთი გლოვობს
პოლონეთი გლოვობს
<!-- IMAGE -->

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პოლონეთის 60 წლის პრეზიდენტი ლევ კაჩინსკი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

თვითმფრინავმა ტუ 154-მა სმოლენსკთან ახლოს აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე დაჯდომა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

თვითმხილველების განცხადებით, თვითმფრინავი ხეებს შეეჯახა, ნაწილებად დაიშლა, დაეცა და შემდეგ ცეცხლი წაეკიდა.

კატასტროფის ზუსტ მიზეზებს იკვლევენ.
მგზავრებს შორის იყვნენ ბატონი კაჩინსკის მეუღლე მარია, პოლონეთის არმიის მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ცენტრალური ბანკის მმართველი და ბევრი სხვა პოლონელი კანონმდებელი. სმოლენსკის რეგიონის მმართველის განცხადებით, არავინ გადარჩენილა.

პოლონეთის დელეგაცია, დასავლეთ რუსეთში მდებარე დაბა კატინში, სმოლენსკთან ახლოს, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა სამხედროების მიერ 22.000 პოლონელი სამხედროს მკვლელობის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა.


ლევ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტად 2005 წელს აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ მან საკუთარი გეგმები წარადგინა.რაც პოლონეთის ევროკავშირის განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბებას გულისხმობდა. მისი თქმით, საჭირო იყო, კორუფციის გარეშე, ფუნქციური სახელმწიფოს მშენებლობა. მას ჰქონდა სურვილი შეექმნა დამოუკიდებელი ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების დახმარების უნარი შესწევდა.

კაჩინსკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლონეთის მოქალაქეები პანიკით მოიცვა. ათასობით ადამიანი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლის გარშემოა შეკრებილი მისთვის პატივის მისაგებად.

ადრიანა პაროვსკა ამბობს, რომ სხვების მსგავსად, ისიც შოკშია:

"ჩვენ აქ ვართ რათა ერთმენთს მხარში დავუდგეთ. ეს დიდი შოკია და სიმბოლურია, რადგან ქვეყნის პოლიტიკური ელიტა იმ ადგილას მიდიოდა, სადაც 70 წლის წინ პოლონელები დახვრიტეს. დღეს პოლონეთი ნამდვილად გასაჭირშია. "


პრეზიდენტ კაჩინსკის მოვალეობის შემსრულებლად სავარაუდოდ პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი, ბრონისლავ კომოროვსკი დაინიშნება.




XS
SM
MD
LG