ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში ოპოზიციის გამოსვლები გრძელდება


ტაილანდში ოპოზიციის გამოსვლები გრძელდება
ტაილანდში ოპოზიციის გამოსვლები გრძელდება

<!-- IMAGE -->

ტაილანდის უშიშროების ძლების ცნობით, პოლიციამ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები ოპოზიციური ტელევიზიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რომელიც ხელისუფლებამ გასულ კვირას დახურა.

ათასობით წითელ მაისურიანი დემონსტრანტი მანქანებით, მოტოციკლებითა და სხვა სანტრანსპორტო საშუალებებით მივიდა „სახალხო არხის“ შენობასთან, რომელიც ბანკოის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. ისინი მთავრობისგან ტელესადგურის გახსნას ითხოვდნენ.

აბისიტ ვეჯაჯივას მთავრობამ ტელესადგურის დახურვის ბრძანება მას შედეგ გახსნა, რაც ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

ტაილანდის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ დემონსტრანტები გააფრთხილეს, რომ თუ არ დაიშლებოდნენ, დემონსტრაციები დასაშლელად ხელისუფლება რეზინის ვაზნეს, წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებდა.





XS
SM
MD
LG