ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში გრძელდება არეულობა


ყირგიზეთში გრძელდება არეულობა
ყირგიზეთში გრძელდება არეულობა

<!-- IMAGE -->

ყირგიზეთში გრძელდება არეულობა. ოპოზიციის განცხადებით შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღემატება. შექმნილია დროებითი მთავრობა. ათასობით ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტი ბიშკეკის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. თვითმხილველების თქმით პოლიციამ პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის გადადგომის მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზი და დროებით დამაბრმავებელი ხელყუმბარები დაუშინა. შეტაკებების შედეგად ასობით ასობით ადამიანი დაშავდა და ათობით დაიღუპა. აქ დემონსტრანტები პოლიციელებს მისდევენ. პოლიციელები ძლივს იცავენ თავს. ეს კი პოლიციელების რკინის ფარებზე დემონსტრანტების მიერ გასროლილი ქვების ხმა გახლავთ. პოლიციელები ოპოზიციის დემონსტრაციას გაურბიან. ხალხის რისხვა ბიშკეკის საავადმყოფოს კორიდორებშიც იგრძნობოდა. ოპოზიციონერი დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაკიევის გადადგომას ითხოვენ. ამ დემონსტრანტის თქმით: „ჯერ ასკარ აკაევის რეჟიმი იყო. ახლა ბაკიევის რეჟიმია. ხალხი უკმაყოფილოა, ახალგაზრდა ხალხი. ჩვენ ყველანი ღარიბები და უმუშევრები ვართ. ისინი კი ხალხს ესვრიან. ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, რომ სისხლი ავიღოთ.“ დაძაბულობა ამ ხუთმილიონიან მაღალმთიან ქვეყანაში გამოწვეულია ბაკიევის მთავრობის რეპრესიით, კორუფციით, ჟურნალისტების მკვლელობებითა და ელექტროენერგიაზე მზარდი ფასებით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მკვლევარი კრისტოფერ უოლკერის თქმით: „შუა აზია კვლავინდებურად მსოფლიოში ყველაზე პოლიტიკურად რეპრესიული რეგიონია. მე ვფიქრობ, რომ ის რაც იქ ახლა ხდება შეშფოთების საგანია იმათთვის, ვისაც ამ რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელება სურს.“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელამ პი.ჯეი.კროულიმ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ჩვენ ყირგიზეთის რესპუბლიკის ერთიანობას მხარს ვუჭერთ და ყირგიზეთის ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებთ.“ აღსანიშნავია რომ შუა აზიის ამ სახელმწიფოში განლაგებულია შეერთებული შტატების საჰაერო ბაზა, რომელიც ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. უოლკერის თქმით ამერიკა ყირგიზეთში დემოკრატიული რეფორმების ჩატარებისას ინტერესთა დაბალანსებას ცდილობს. იგი დასძენს: „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს იქ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აქცენტირება რათა შედეგად ჩვენი ინტერესებისთვის ეს ქვეყანა გახდეს უფრო სტაბილური და სანდო პარტნიორი.“ უოლკერს არ სჯერა, რომ დესტაბილიზაცია მეზობელ ქვეყნებში გადაინაცვლებს. მაგრამ მთავრობის შეცვლა ყირგიზეთში რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. უოლკერის თქმით, ყირგიზეთი წარსულში შუა აზიის რეგიონში ყველაზე თავისუფალ ქვეყნად ითვლებოდა.


XS
SM
MD
LG