ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ირანის სანქციების შესახებ


ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გამოსვლისას, ამერიკის სახელმწფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივა--ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების დასაწყებად, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე დიპლომატიური კავშირი არ არსებობდა--ირანის ლიდერებს არჩევანის საშუალებას აძლევს.

„შეასრულეთ ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შესაბამისად აღებული ვალდბულებები. თუკი ამას გააკეთებთ, მაშინ ნორმალური ურთიერთობებს დაამყარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული იზოლაცია და მტკივნეული შედეგები გელით“-თქვა კლინტონმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობის უარი--შემხვედრი ნაბიჯი გადადგას ამერიკასთან ურთიერთობებში, პირველ რიგში ირანის ლიდერებს თავის მართლების უფლებას ართმევს.მსოფლიომ დაინახა, რომ სწორედ ირანია ის მხარე და არა აშშ, რომელიც ჩიხში აქცევს სიტუაციას. „ ირანის საიდუმლო ბირთვული ობიექტების არსებობის, მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ურანის გამდიდრების სამუშაოების გაფართოვებით, უფრო მეტი ქვეყანა გამოქვამს შეშფოთებას ირანის განზრახვების გამო. მზარდი საერთაშორისო კონსენსუსის პირობებში, ირანის ლიდერებზე ზეწოლა იზრდება, რათა მან კურსი შეცვალოს.“-თქვა კლინტონმა.

„შეერთებული შტატები გაეროში მყოფ პარტნიორებთან და უშიშროების საბჭოსთან ერთად ახალ სანქციებს ამუშავებს, რომლებიც ირანის ლიდერებს დაუმტკიცებს, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვება მათ დაუმორჩილებლობას“.--თქვა ჰილარი კლინტონმა და დასძინა რომ ამერიკის მიზანია არა სანქციების რაოდენობა, არამედ მკაცრი ზომები.ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სანქციების შედეგად, სასურველი შედეგის მიღწევას დრო სჭირდება, მაგრამ ამერიკა ღრმად არის დარწმუნებული, რომ ეს დრო კარგი ინვესტიციაა ამ ძალისხმევისთვის სრული მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ჰილარი კლინტონმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები კომპრომისზე არ წავა და ხელს არ აიღებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების წინააღმდეგ მიმართულ მცდელობაზე.

XS
SM
MD
LG