ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მაშველებმა მაღაროებიდან ათი  მუშა ამოიყვანეს


ჩინეთში მაშველებმა მაღაროებიდან ათი  მუშა ამოიყვანეს

<!-- IMAGE -->

დღეს ჩინეთში- შანქსის პროვინციაში მაშველებმა დატბორილი მაღაროებიდან ათი მუშა ამოიყვანეს. მაღაროელები მიწის ქვეშ 179 საათის მანძილზე იყვნენ ჩარჩენილები. რაზმები დანარჩენი 39 მუშის ძებნას კვლავ განაგრძობენ.

ჩინეთის საჯარო სამსახურის უსაფრთხოების მინისტრმა ლუო ლინმა მაშველების მიერ ჩატარებული სამუშაოებს საოცრება უწოდა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია,რომ ჩინეთის ქვანახშირის მაღაროები მსოფლიოში ყველაზე საშიშ და ნაკლებად დაცულ ადგილებად ითვლება.

გადარჩენილი მაღაროელების თქმით, მათ ყველაზე მეტად უწყლოდ ყოფნა გაუჭირდათ. მიუხედავად იმისა,რომ მაღარო წყლით იყო დატბორილი, წყალი დასალევად ბინძური და უვარგისი გახლდათ.

XS
SM
MD
LG