ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს


შეერთებული შტატები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
შეერთებული შტატები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

<!-- IMAGE -->

ნიგერიელი უმარ აბდულ მუთალაბის მიერ დეტროიტის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.დაწესდა შეზრუდვებიც, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყანას შეეხო.

ამერიკის შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის მიერ ახლახანს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სკანირება სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯანეტ ნეაპოლიტანო აცხადებს:

“ეს უფრო ინტელექტუალური ან ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებული სკანირებაა. მისი საშუალებით ირკვევა ესაჭიროება თუ არა მგზავრს დაკითხის მეორე ეტაპზე გადასვლა, თუ მესაზღვრეები მხოლოს პირველით დაკმაყოფილდებიან. ეს ამერიკულ სამგზავრო სისტემას მეტ უსაფრთხოებას მიანიჭებს.”

ეს ნიშნავს, რომ მგზავრებზე დამატებითი ყურადღება იმ შემთხვევაში გამახვილდება, თუ მესაზღვრეებს მათ საქციელში რაიმე საეჭვოს შენიშნავენ.

სახელმწიფო დეპარტამენტიოს პრე-სპიკერის ფიჯეი ქროულის თქმით, ბევრი ქვეყანა და მათ შორის მანამდე დასახელებული 14-იც, ამ საკითხში ამერიკასთან თანამშრომლობს.

“ჩვენ დღეს კმაყოფილები ვართ ახალი ნორმებით, რომლებიც ხმარებაში შემოგვაქვს. ზოგიერთი მათგანი აეროპორტში შესამჩნევი იქნება, ზოგი კი უხილავი, ჩვენ უსაფრთხოების რამდენიმე შრიანი სისტემა გავქვს.”

ოფიციალური ინფორმაციით აბდულ მუთალაბს ტერორიზმთან კავშირი ჰქონდა, მაგრამ ის ისეთ მნიშვნელოვან ტერორისტთა სიაში არ ყოფილა, რომ მესაზღვრეებს მასზე ინფორმაცია ჰქონოდათ.

რალფ ბაშამი ამერიკის საიდუმლო სამსახურის ყოფილი დირექტორია. მისი თქმით, ქვეყანამ და ავიოკომპანიებმა უსაფრთხოების ახალი ნორმების შემოღებაზე ერთად უნდა იფიქრონ.

“ეს ის საკითხია, რომელზე მსჯელობა შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენთთან მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ჩეგვიძლია ჩავკეტოთ საზღვრები, გავაკეთოთ ის, რას 11 სექტემბრის შემდეგ შევცვალეთ, მაგრამ ამას ეკონომიკაზე უდიდესი გავლენა ექნება.”


შობა დღეს ამსტერდამ-დეტროიტის რეისის აფეთქების მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსაფრთხოების გაგებასა და ინფორმაციის დაკავშირებაში მარცხი განიცადეს, ეს რომ არა ისინი აბდულმუთალაბის განიარაღებას შეძლებდნენ.
ამერიკის პრეზიდნეტმა აეროპორტებისა და კონკრეტული ავიახაზების უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება ბრძანა.



XS
SM
MD
LG