ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ვენესუელას დაეხმარება


რუსეთი ვენესუელას დაეხმარება
რუსეთი ვენესუელას დაეხმარება
<!-- IMAGE -->

რუსეთმა თანხმობა განაცხადა ვენესუელას ბირთვული ელექტროსადგურის აშენებაში დაეხმაროს.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ვენესუელას პრეზიდენტ, ჰუგო ჩავესთან საუბრისას ატომური ენერგიასთან ერთად სხვა მრავალ საკითხიც განიხილა.

ვენესუელაში ჩასვლა პუტინის სამხრეთ ამერიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტია. ბატონი ჩავესის განცხადებით, ატონური ელექტროსადგურის აშენების დანიშნულება ენერგიის მხოლოდ „მშვიდობიანი მიზნებით“ გამოყენება იქნება. ვენესულა ატომური ბომბის გაკეთებას არ აპირებს.

ორმა ლიდერმა ასევე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთი და ვენესუელა ფინანსურ და სამხედრო თანამშრომლობას გააღრმავებენ. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ელემენტი ერთობლივი საწარმოს შექმნაა, რომელიც ვენესუელას აღმოსავლეთში ნავთობის საბადოების ათვისებას დაიწყებს.
ჩავესთან ერთად პუტინი ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესსაც შეხვდა.


XS
SM
MD
LG