ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთში სერბენიცის მოვლენების განხილვა დაიწყო


სერბეთის პარლამენტმა 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი მუსლიმი ბოსნიელების ხოცვა-ჟლეტის ირგვლივ დებატები დაიწყო. პარლამენტის მმართველმა პარტიებმა მოკლულებისადმი სიმპატიის გამომხატველირეზოლუციის გეგმა შეამზადეს. ისინი ბოდიშს იხდიან იმისთვის, რომ საკმარისი არ გააკეთეს რვა ათასამდე მუსლიმი მამაკაცისა და ვაჟის გადსარჩენად. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში ხოცვა-ჟლეტის ფაქტი გენოციდად არ არის შეფასებული. სერბეთის ნაციონალისტურმა პარტიებმა დაიწუნეს რეზოლუციის გეგმა და განაცხადეს, რომ ბოსნიის ომის დროს მუსლიმებმა და ხორვატებმაც ასევე მრავალი დანაშაული ჩაიდინეს. მოელიან, რომ რეზოლუციას კენჭს დღეს მოგვიანებით უყრიან.

XS
SM
MD
LG