ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსფლიოში H1N1 ვირუსის გავრცელების შემთხვევებმა იკლო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ H1N1 ვირუსის გავრცელების შემთხვევებმა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში საგრძნობლად იკლო და პანდემური გრიპის გავრცელების ცენტრმა აფრიკაში გადაინაცვლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად H1N1ვირუსი ყველაზე მეტად ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაშია გავრცელებული. ორგანიზაციას 213 ქვეყნიდან აქვს ლაბორატორიული მტკიცებულიება 17 ათასი ადამიანის ჰაშ1ენ1 ვირუსით დაღუპვის შესახებ. ამ სსხვერპლის დიდი ნაწილი დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ პანდემია ახლა სამხრეთ ნახევარსფეროზე გადადის და მხოფლიოს ამ ნაწილში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მომატება არის მოსალოდნელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მრჩეველი პანდემური ინფლუენზის - ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის - საკითხებში კეიჯი ფუკუდა აცხადებს, რომ H1N1 ვირუსი ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული რეგიონებში ვრცელდება.

სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე ქვეყნების დიდ ნაწილს არც შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ვირუსს თავი გაართვას და არც რესურსები. მოგეხსენებათ, ინფორმაცია H1N1 ვირუსის აფრიკის კონტინენტზე, განსაკკუთრებით კი დასავლეთ აფრიკაში გავრცელების შესახებ ახლახან გავრცელდა. დასავლეთ აფრიკაში დაინფიცირების შემთხვევება 2009 წელს თითქმის არ გვქონდა. ვირუსის გავრცელების შემთხვევები ძირითადად 2010 წელს ფიქსირდება."

ბატონი ფუკუდას განცხადებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი ძალისხმევა სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყენბისთვის ვაქცინის მიწოდებისკენაა მიმართული. მისი თქმით, საჭიროების მქონე 95 ქვეყნიდან, 25-მა უკვე მიიღო ვაქციანა. თუმცა ბატონი ფუკუდას აზრით, განვითარებად ქვეყნებში მონიტორინგის შესაძლებლობები საკმაოდ სუსტია, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობას აფერხებს:

"ჩემი აზრით, მონიტორინგის შესაძლებლობები შეიძლება გაცილებით დახვეწილი იყოს. მათი გაუმჯობესება აფრიკის და არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებშია შესაძლებელი. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობების დახვეწას მოვახერხებთ."

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვირუსი ყველაზე აქტიურად დასავლეთ აფრიკასა და აღმოსავლეთ აფრიკაში, განსაკუთრებითი რუანდაში, განასა და სენეგალში ვრცელდება.

ბატონი ფუკუდას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით, მსოფლიო დღეს უკეთესადაა მომზადებული H1N1 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.


XS
SM
MD
LG