ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განადგურდა რამდენიმე თალიბი მეამბოხე


ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში საერთაშორისო კოალიციისა და ავღანეთის სამხედრო ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა რამდენიმე თალიბი მეამბოხე.
ნატოს ცნობით, შაბათს- ქაბულის მახლობლად კაპისას პროვინციაში მოკლული ერთ-ერთი მეამბოხე თალიბთა საველე მეთაური იყო.

ლიკვიდირებული საველე მეთაური ავღანეთის მთავრობის ოფიციალურ პირებსა და ერთობლივ სამხედრო ძალებზე თავდასხმებში იყო მხილებული.

ამას გარდა საერთაშორისო კოალიციამ და ავღანეთის სამხედრო ძალებმა შეტაკების დროს ტყვედ აიყვნანეს თალიბი მეამბოხე.

ნატოს ცნობით მეამბოხეები სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში ღამით უკანონო ჩხრეკენს აწარმოებენ.


XS
SM
MD
LG