ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობა


თუ თქვენ ოდესმე იმელი მიგიღიათ, უსაფრთხოების მიზნით მაინც შეგიმოწმებიათ დანართი დოკუმენტი. იმეილები, იგივე ელექტრონული წერილები ჰაკერების მხრიდან პერსონალურ კომპიუტერებში შეღწევის საუკეთესო გზაა.ვირუსის ან კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, ჰაკერებს შეუძლიათ გახდნენ პერსონალური კომპიუტერების ნაწილი, და მისი მართვა შორი მანძილიდან შეძლონ.რენდი ვიკერსი შინაგანი უშიშროების დეპარტამენტში კომპიუტერული უსაფრთხოების კომპანიის დირექტორია. მისი თქმით ბევრ კომპიუტერს ადეკვატური უსაფრთხოების პროგრამაც არ უყენია.

“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბებია სმიტი ცუდი ბიჭი არ არის, კომპიუტერი უბრალოდ კომპრომისული აღმოჩნდა და ეს “ბოტნეტში” ერთ-ერთი ზომბია, ეს ის ცხელი წერტილია, რომელსაც ღვარძლიანი ადამიანები იყენებენ.” კომპიუტერული ექსპერტები ადასტურებენ, რომ ტექნიკის პროგრესთან ერთად ჰაკერები მეტ შესაძლებლობებს ავითარებენ. სწორედ ამიტომ როგორც პერსონალურ, ასევე სამთავრობო კომპიუტერებში დამცავ პროგმამებს დიდი ყურადღება ენიჭება. ვიკერის თქმით, კიბერ უსაფრთხოება არის ის, რაც ბევრმა ავტომწარმოებელმა მხოლოდ ახლახანს შემოიღო.

“პირველი მანქანა რომელიც შეიქმნა, ისეთივე დამახინჯებული იყო, როგორც მოდელი თი, არ ჰქონდა დასაჯდომი სავარძლები და უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ ამ დროის მანძილზე რა ვქენით? ვისწავლეთ წარსულზე დაყრდნობით მომავალი მოთხოვნების განჭვრეტა.”სტივ ლუკასიკი, ეროვნული უსაფრთხოები ექსპერტი, რომელიც კიბერ შეტევების ვერსიებს თვალყურს ადევნებს, ამბობს, რომ როდესაც ჰაკერი სისტემაში ხვდება, დაცვის შესაძლებლობა ნაკლებია.“მე ვგულისხმობ, რომ თუ შენობის კარიბჭეს გადალახავ, შემდეგ სხვა კლიტეები გხვდება, ასე რომ პირველი მცდელობა შესვლას არ ნიშნავს.”ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ლუკასიკმა ღრმად შეისწავლა, ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმაა, მაგალითად ელექტროსადგურსა და ელექრნოენერგიის მიწოდების ქსელზე. “კიბერ შეტევის არსი რაღაცის გატეხვაშია”. ეს განსხვავდება იმისგან, რაც ხალხის უმრავლესობას აშფოთებს. მაგრა თუ თქვენ ქვეყნის დაშავება გსურთ, ისეთი რამ უნდა გაუკეთო, რის აღდგენასაც დიდი დრო ჭირდება.”

წელს ამერიკის მთავრობის მიერ გამოშვებულ ვიდეოში ჩანს რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს მსგავსი ქმედება.ვიდეოში მასიური ტურბინიდან თეთრი კვამლი გამოდის, შედმეგ ინჯღრევა, მაგრამ სისტემის მაქსიმალური ტემპერატურის შემდეგ, კიდევ დამატებითი კვამლი გამოდის. ლუკასიკის თქმით, ერთი მსგავსი პრობლემა საშიში არ არის, მაგრამ რამდენიმე უკვე სერიოზული კატასტროფია.

“თუ თქვენ ამას ერთ დღეში ან კვირაში 500 ჯერ გააკეთებთ, ელექტრო ძალისხმევის გენერატორის წარმოების ტევადობა გეტყვის, დიდი მადლობა, სიაში ჩაგსვამთ და და რამეს სავარაუდოდ 2013 წლისთვის მოგაწვდით.” ლუკასიკის თქმით, სანამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ელექტრო და კომუნიკაციების სისტემის დაცვის მზადება მიდის, კიბერ საფრთხის წინაშე გამოსავალი არ ჩანს.გამარჯვებული ექსპერტების თქმით, საქმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის ბოძის შედგმასთან გვაქვს, რომ გვქონდეს ახალი შეტევებისგან თავის დაცვის საშუალება. მათი თქმით, კიბერ მუქარა მუდმივი ომია, რომელიც არასდროს დასრულდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG