ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერგნეთელების პროტესტი



ერგნეთი ცხინვალის მომიჯნავე სოფელია, სადაც დღეს დაახლოებით, 45 ქართული ოჯახი ცხოვრობს. გამუდმებული დაძაბულობა და უმძიმესი სოციალური გარემო იქ მცხოვრებთ უამრავი სირთულის წინაშე აყენებს.

ერგნეთელებმა გუშინ ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად, გზა გადაკეტეს, თუმცა მალე აღმოაჩინეს, რომ ერგნეთთან გზის გადაკეტვით მათი მიზანი მიუღწეველი დარჩებოდა, რადგან ამ ადგილებში ინტენსიური მოძრაობა არაა და ადგილობრივ მცხოვრებთა რამდენიმე ავტომანქანისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების გარდა, გადაადგილებაში ხელი არავის შეეშლებოდა.

ამიტომ გადაწყვიტეს, რაკი ხელისუფლება არ მიდიოდა მათთან, თვითონ მისულიყვნენ ხელისუფლებასთან და გორისკენ დაიძრნენ. ერგნეთელები ამბობენ, რომ ისინი იძულებულები იქნებიან სოფელი მიატოვონ, რადგან ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი საცხოვრებელი პირობები ოდნავ მაინც გაუმჯობე

საუბრობენ, მაგრამ როდესაც მათი ვინაობის გამხელას სთხოვ, ამბობენ, რომ სახელისა და გვარის გამხელა არ სურთ, რადგან შემდეგ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივლენ და „ჩივილს“ უსაყვედურებენ. ისინი ამბობენ, რომ მათზე ზეწოლის მექანიზმები არაერთგვაროვანია, შეიძლება ვიღაცის შვილს სამსახურში შეექმნას პრობლემა, ან ოჯახისთვის გამოყოფილი საშენი მასალა ვერ მიიღოს და გასაჭირის გამომზეურებისთვის ხელისუფლებისგან ასე დაისაჯოს. ზოგი ამბობს, თქმას და არ-თქმას ერთი ფასი აქვს, რადგან მდგომარეობა ყველა ვარიანტში უცვლელი დარჩებაო.




XS
SM
MD
LG