ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კონფერენცია "უცნობი ერები"


“ჯეიმსთაუნის ფონდის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“.

ეს კონფერენცია არის ჩრდილო კავკასიის ექსპერტებს მონაწილეობით ჩატარებული, ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბური, ღონისძიება. როგორც „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტმა, გლენ ჰოვარდმა განაცხადა, საქართველო უკვე დიდი ხანია მიიჩნევა კავკასიის ცენტრად და წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის.

კონფერენციაში მონაწილეობს სამოცდაათამდე ექსპერტი 15 ქვეყნიდან.

კონფერენციის მიზანია ყურადღება გაამახვილოს იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რომელიც უპირისპირდება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალურ სტაბილურობას.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ რეგიონის განვითარების ისტორიულ ეტაპებს და თანამედროვე მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო არქივში მოძიებული ახალი მასალები ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ჩერქეზი შეეწირა.


XS
SM
MD
LG