ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღდგენითი სამუშაოები დარფურისთვის



ეგვიპტის ეგიდით შეკრებილი ისლამური სამყაროს სახელმწიფოების კონფერენცია სუდანის ომით დაზარალებული დარფურის რეგიონში აღდგენითი სამუშაოებისთვის ორი მილიარდი დოლარის გამოყოფის დაპირებით დასრულდა.
ისლამური კონფერენციის ორგანიზაციამ ქაიროში ერთდღიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანია დარფურის რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საცხვორებრელი სახლების მშენებლობის, სასმელი წყლით მომარაგებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში პროექტების დაფინანსება.


დღეს კონფერენციაში მონაწილე დელეგაციებს სიტყვით მიმართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ გეითმა. მან აღნიშნა, რომ დარფურის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების პრობლემა. მისი თქმით დარფურის რეგიონში კონფლიქტის აღმოსაფხვრელად საჭიროა ცხოვრების დონის ამაღლება.
გეითი მიესალმება სუდანის მთავრობასა და დარფურის რეგიონის ორ მთავარ მეამბოხეთა მოძრაობას შორის ახლახან გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. იგი მოუწოდებს ყველა მხარეს სამართლიანი, ყოვლისმომცველი და საბოლოო სამშვიდობო შეთანხემბის გაფორმებისკენ.






XS
SM
MD
LG