ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქალთა პროგრესი სამყაროს პროგრესს ნიშნავს"


ცოტა ხნის წინ, პეკინის დეკლარაციის მიღებიდან 15 წლისთავზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა - ჰილარი კლინტონმა გაეროში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მიერ გამართულ კონფერენციაზე ,მსოფლიოში მცხოვრებ ქალებს მომავალი წინსვლისა და გამარჯვებებისკენ მოუწოდა .


1995წელს,პეკინში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქალბატონი კლინტონი შეერთებული შტატების პირველი ლედი გახლდათ. მიუხედავად იმისა,რომ მას მერე მსოფლიო ქალებმა საკუთარი ძალები ეკონომიკის,პოლიტიკისა და სოციალური სფეროების საკითხებში წარმატებით მოსინჯეს, ჰილარი კლინტონის აზრით,გასაკეთებელი ჯერ მაინც ბევრია.

„ სამწუხაროდ ქალებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ.ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში ითრგუნება მათი უფლებები, ბევრი ქმარი ჯერ კიდევ ამყოფებს ცოლს ფიზიკური ძალადობის ქვეშ და უამრავი ქალი იტანჯება ძმის,ქმრისა და ვაჟის მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულებით.“

ჰილარი კლინტონის განცხადებით,ქვეყანაში სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ,მთავრობა ბევრად უფრო ლოიალურია.არადა რომ დაუკვირდეთ,როცა ქალების მცირე ბიზნესის სფეროში მოღვაწეობენ,მათი საქმიანობა უმეტესად წარმატებულია.როცა ქვეყანაში სწავლაზე და სამედიციონო დახმარებაზე ქალს ხელი მიუწვდებათ-ის ოჯახი სამშობლოს განათლებულ და ჯანმრთელ შვილებს უზრდის .იქ ,სადაც ქალებს და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ,სახელმწიფო ბევრად უფრო მშვიდობიანი,დაცული და სტაბილურია.


„ვაღიაროთ,რომ ქალების პროგრესი კაცობრიობის პროგრესს ნიშნავს და კაცობრიობის პროგრესი ქალების წარმატებას“ აღნიშნავს ქალბატონი კლინტონი.

სახელმწიფო მდივნის აზრით, ქალთ ჩაგვრა მთელს პლანეტას უქადის საფრთხეს ,რადგან მოსახლეობის არასტაბიულური და გაუწონასწორებელი ქმედებები ქვეყნის ზოგად პოლიტიკასაც აყალიბებს. საფრთხე კი შემდგომში შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის კონკრეტული ზიანის მომტანად იქცეს.
ამიტომაც შეერთებულმა შტატებმა სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ამ საფრთხის ალბათობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს .უნდა დაფინანსდეს ახალი ინიციატივები,რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებში პროგრამთა დაფინანსებას მოხმარდება.

ზემოხსენებულ საკითხებზე ჰილარი კლინტონმა ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მიერ გამართული კონფერენციის ბოლო დღეს ისაუბრა.კონფერენციაზე რამდენიმე რეზოლუცია იქნა მიღებული,რომელთა მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მსოფლიოში დედათა ნაადრევ სიკვდილიანობას და ქალთა ოჯახში ჩაგვრის საკითხებსა და გაეროს ინიციატივას- ქალთა საკითხებისა და გენდერული თანასწორობის შემსწავლელი სააგენტოს შექმნასაც.




XS
SM
MD
LG