ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2009 წელს უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა


”საქსტატის” ინფორმაციითსაქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 759.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1.56 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამრეწველო სექტორმა მოიზიდა - 204.1 მილიონი აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფერო - 153.6 აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები - 134 მილიონი აშშ დოლარი; უძრავი ქონება - 132 მილიონი აშშ დოლარი; სამშენებლო სექტორი - 79.7 მილიონი აშშ დოლარი; საბანკო სექტორი - 45.3 მილიონი აშშ დოლარი. ამ საკითხზე ამერიკის ხმას ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა ქალბატონმა ეკა ლეკაშვილმა მისცა. მისი თქმით 2009 წელს უცხოური ინვესტიციების შემცირება გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და რუსეთ-საქართველოს ომმა გამოიწვია. -„სტაბილური საინვესტიციო და პოლიტიკური გარემოა ის ნიშნები, რომელსაც უცხოელი ინვესტორი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს“-აღნიშნა ქალბატონმა ეკამ.

XS
SM
MD
LG