ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური კაფსულა სოიუზი მშვიდობით დაეშვა ყაზახეთში


საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გამოფრენილი რუსული კოსმოსური კაფსულა სოიუზი ორი ასტრონავტით უსაფრთხოდ დაეშვა ჩრდილოეთ ყაზახეთში.

რუსული მისიის სამეთაურო ცენტრის განცხადებით კაფსულა დაგეგმილ დროს დაეშვა ქალაქ არკალიკთან ახლოს.

კაფსულაში მჯდომი ორი კოსმონავტი რუსი მაქსიმ სურაიევი და ამერიკელი ჯეფ ვილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხუთი თვის გატარების შემდეგ დაბრუნდნენ დედამიწაზე.

კოსმოსურ სადგურზე სამი კოსმონავტია დარჩენილი ამერიკელი ტიმოთი კრეიმერი, იაპონელი სოიჩი ნოგუში და რუსი ოლეგ კოტოვი .

XS
SM
MD
LG