ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების კასპიური პოლიტიკა



გუშინ, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტმა საკმაოდ საინეტერესო დისკუსიას უმასპინძლა. საუბარი შეერთებული შტატების კასპიურ პოოლიტიკას შეეხებოდა. „აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს კასპიური პოლიტიკა?:“ ამ თემაზე მოხსენებით ფართო აუდიტორიის წინაშე ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის მკვლევარი ბატონი ალექსანდროს პიტერსონი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ევროკავშირში ბატონი ბოიდენ გრეი წარდგნენ.

დისკუსიის მოდერატორი კი ცენტრალური აზია-კავკასიის ინსიტიტუტის თავმჯდომარე დოქტორი ფრედერიკ სტარი იყო.

თავდაპირველად მოხსენებით ანალიტიკოსი ბატონი პეტერსონი გამოვიდა.
მისი თქმით, კასპიის რეგიონს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. ასევე ცალკე არსებობს პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც უფრო ფოკუსირებულია რეგიონის ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციაში ჩართვაზე. თუმცა, კასპიის რეგიონს უფრო განსხვავებული და შესაბამისად უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნია. ეს არის რეგიონი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ავღანეთს, სადაც ნატოს უმნიშვნელოვანესი ოპერაცია მიმდინარეობს. ასევე ეს რეგიონი უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასაც. თუმცა პეტერსონის თქმით, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კონცეპტუალურ დონეზეა.
„შეერთებულ შტატებს ავღანეთში ნატოს ოპერაციაში ყველაზე მეტი სამხედრო ყავს გაგზავნილი, ევროპასთან შედარებით, თუმცა მას არ გააჩნია სტრატეგია კასპიის რეგიონის მიმართ. კასპიის რეგიონში მზარდი და საერთაშორისო დონეზე უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები გადის. შეერთებულ შტატებს მართალია გააჩნია სტრატეგია, რომ ჩართული იყოს ამ განვითარების დინამიკაში,თუმცა ეს სტრატეგია არ არის მომწიფებული და არ წარმოადგენს პრიორიტეტს.“
განაცხადა პეტერსონმა.

მისი თქმით, აუცილებელია მკვეთრად განსაზღვრული კასპიური პოლიტიკის და სტრატეგიის ჩამოყალიბება.

ეს სტრატეგია პეტერსონის აზრით შემდეგი პრიორიტეტული საკითხების მოგვარებაზე უნდა იყოს გათვლილი:

„პირველი ესაა თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვაში არსებულ სადავო გაზის მარაგებზე დღემდე მიმდინარე დავის გადაჭრა. მეორე ეს არის მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება და ასევე თურქმენეთიდან ავღანეთსი მიმართულებით გაზასადენის პროექტის განხორციელება.“
განაცხადა პეტერსონმა.

ის ასევე შეეხო სტრატეგიის სხვა მხარებსაც, კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, რადგანაც ის კასპიის რეგიონის უმსხვილეს ქვეყანას წარმოადგენს. ასევე უმნშივნელოვანესია კასპიის ზღვის შელფის დემარკაციის საკითხის გადაჭრა და რაც მტავარია ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის ხელშეწყობა რეგიონის ქვეყნებში.
პეტერსონის შემდგომ სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ევროკავშირში ბოიდენ გრეი.

მისი თქმით, კასპიის რეგიონის მიმართულებით სტრატეგიის შექმნის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ გათვალისწინებული იყოს თურქეთის ფაქტორი. მართალია თურქეთი უშუალოდ არ არის კასპიის რეგიონის ქვეყანა, თუმცა ის გავლენას ახდენს ამ რეგიონზე და საკმაოდ დიდი მოთამაშეა. ამ ჭრილში გასათვალისწინებელია, თურქეთ-სომხეთის ბოლო პერიოდში დაწყებული ურთიერთობა, თურქეთ-ირანის და ასევე თურქეთ -რუსეთის საკითხი. გრეიმ რუსეთის განსაკუთრებულ როლზეც გაამახვილა ყურადღება და შეხვედრის მონაწილეებს ამ ფაქტორზე დაფიქრება ურჩია. ასევ აქ გასათვალისწინებელია, რომ თურქეთისთვის რუსეთი ენერგიის საკმაოდ მსხვილი მიმწოდებელია.

„ასევე პრობლემაა რუსეთის ფაქტორი. სურს თუ არა რუსეთს კასპიის რეგიონში დასავლეთის ინტერესების გაძლიერება? მე ვფიქრობ რომ არა. რუსეთი მუდამ შეეწინააღმდეგება იქ ნაბუკოს პროექტის განხორციელებას. რუსეთს კასპიის რეგიონის თავის გავლენის ქვეშ დაბრუნება სურს და იქ მისი გვერდის ავლით საერთაშორისო მნიშვნელობის ენეგროპროექტების განხორციელებას რასაკვირველია შეეწინააღმდეგება.“
განაცხადა გრეიმ.

ამასთანავე მისი თქმით, რუსეთი გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზეც და ამ ჭრილში განსაკუთრებით რუსეთ-გერმანიის ურთიერთობა უნდა განვიხილოთ. რუსეთი ევროპისთვის უმთავრესი გაზის მიმწოდებელია და ამას იყენებს ევროპაზე გავლენისთვის. ჩრდილოეთის ნაკადის საშუალებით რუსეთს გერმანიაზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნია. შესაბამისად გერმანია აფერხებს ევროკავშირის მხრიდან ნაბუკოს პროექტის დაწყებას.
შეხვედრის დასასრილს კომენატრი გააკეტა ცენტრალრუი აზია-კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა სტარმაც.

„კასპიის რეგიონის ქვეყნებს ჩვენგან გვერდი დგომა სურთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოში ჩავიდა, აღუთქვა მზე და ვარსკვლავები , თუმცა არაფერიც არ გადასცა.“

სტარის თქმით, ასევე არ სრულდება დაპირებები აზერბაიჯანის და შუა აზის ქვეყნების მიმართაც, რაც იწვევს იმას, რომ ეს ქვეყნები სუვერენიტეტის და იდენტურობის შენარჩუნებისათვის დაბალანსების პოლიტიკაზე ეფიქრს იწყებენ.


XS
SM
MD
LG