ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობა ამერიკაში



თებერვლის თვეში, ამერიკის დასაქმების სურათი სულ ოდნავ შეიცვალა, უმუშევროის დონე მყარ 9.7 მეათედ პროცენტზე რჩება.

სამუშაო ადგილების რაოდენობა დაეცა სამშენებლო და ინფორმაციის სფეროებში, პარალელურად კი სხვადასხვა მომსახურების სფეროს ორგანიზაციები დროებით სამუშაო ადგილებს ამატებენ.

შრომისა და სტატისტიკის ბიუროს კომისარი კეიტ ჰოლი ამბობს, რომ სამშენებლო სექტორმა 64 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა, მაგრამ საგრძნობლად იმატა სამუშაო ადგილებმა მრეწველობასა და მომსახურების სფეროში ეკონომისტების ვარაუდით, მკაცრ ზამთარს შეიძლება გავლენა ჰქონოდა სამუშაო ადგილების რაოდენობის შემცირებაზე. პრეზინდენტმა ბარაკ ობამამ ამის შესახებ გადაკვრით ვირჯინიაში, კომპიუტერულ კომპანიაში ისაუბრა.

მიუხედავად აღმოსავლეთ სანაპიროზე სასტიკი შტორმისა, ჩვენს მიერ მიღებული ზომები მაინც ეფექტური აღმოჩნდა და მოსალოდნელზე უკეთესი შედეგით დასრულდა.”

ამერიკულ აქციებზე ფასმა საგრძნობლად იმატა. ინვესტორები ოპტიმისტები არიან და თვლიან, რომ ამერიკის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა. სამუშაო ადგილების მომატება გადამწყვეტია ეკონომიკის გაჯანსაღებაში, რადგან ეს მომსახურებისთვის მეტ ფულს ნიშნავს. ამას ხშირად მომხმარებლის მხრიდან დანახარჯის გაზრდამდე მივყავართ. მაგრამ 15 მილიონი ამერიკელი კვლავ სამუშაო ადგილების ძებნაშია. ის ფაქტი კი, რომ უმუშევრობის პროცენტი არ გაზრდილა, ბევრს არ ნიშნავს.

“გააჩნია თუ ვის მოუსმენ, ბევრის თქმით, საქმე უარესობისკენ მიდის, ზოგი ამბობს, რომ პირიქით უკეთესობისკენ. ღმერთმა ქნას რომ სამსახური მალე ვიშოვო.”

სამუშაო ადგილების დაკარგვა 2009 წლის პირველ 3 თვეში დაიწყო. დამქირავებლები სამუშაო ადგილებს თვეში 700-ათასით ამცირებდნენ.
ახალი ანგარიშის მიუხედავად, ეკონომისტები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებულმა “ქვედა სამუშაო დონემ”, რაც გულისხმობს ამერიკელებს, რომლებმაც სრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების ძიება მიატოვეს, თებერვალში 2 მეათედით მოიმატა.






XS
SM
MD
LG