ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელებს 48 საათით აეკრძალათ ისრაელში გადასვლა


ისრაელის არმიამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიებზე მცხოვრებ პალესტინელებს 48 საათით აუკრძალა ისრაელში გადასვლა.


ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს დაკეტა საზღვარი და შაბათ საღამომდე არ აპირებს მის გახსნას. ისრაელის ხელისუფლებამ 50 წლამდე პალესტინელებს ასევე აუკრძალა იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში ლოცვაზე დასწრება.


ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად,ეს ზომები მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასაცილებლად არის მიმართული.

დაძაბულობა მას შემდეგ შეიქმნა,რაც ისრაელის ხელისუფლებამ მდინარე იორდანეს დასვლეთ ნაპირზე მდებარე ებრაული რელიგიური საკულტო ნაგებობების რესტავრაციის გადაწყვეტილება მიიღო.



XS
SM
MD
LG