ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა


სახელმწიფო დეპარმანეტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოქმული ირანში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებული მდგომარეობის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა ინტერნეტითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას, ასევე უმცირესობების დევნას.

ანგარიში 194 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. მსგავსი ყოველწლიური კვლევა სახ. დეპის მიერ ამერიკის კონგრესმა 1976 წელს დაადგინა და მისი პირველადი მომხმარებელი ამერიკელი კანონმდებლები არიან.

ანგარიშის წარდგენისას, აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური პუბლიკაცია მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე ყოვლისმომცველი დოკუმენტია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

„ეს ანგარიში უმთავრესი ინსტრუმენტია ყველა იმათთვის, ვინც ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებს აკვირდება და შემდეგ ამ დარღვევებზე ავრცელებს ინფორმაციას. ასევე მთავრობებისთვის, აშშ-ის ჩათვლით, როცა იქმნება სტრატეგია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.“

კლინტონმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრინციპები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის საგარეო და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროების წამყვანი პრიორიტეტებია.

ანგარიში კი რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას 2009 წლის ჩათვლით მიმოიხილავს, კიდევ ერთხელ აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ამერიკის გაღიზიანებას იწვევს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და შრომის საკითხებში მაიქლ პოზნერი ამბობს, რომ ირანში არსებული მდგომარეობა ამ დარგში კიდევ უფრო გაუარესდა, განსაკუთრებით კი შარშანდელი არჩევნების შემდეგ.

ჩინეტში შეშფოთებას იწვევს დემოკრატიის აქტივისტების დევნა და დაკავება. იქ ასევე იზრდება ზეწლა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებზე, რომლებიც მთავრობის პოლიტიკას ეჭვ ქვეშ აყენებენ.

ჩრდილოეთ კორეა კვლავ ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფოა. მდგომარეობა იქ საკმაოდ ცუდია და ბატონი პოზნერის განცხადებით, ამერიკა აგრძელებს ჩრდილო კორეელებზე ფიქრს.

ანგარიშში ასევე ლაპარაკია მედიის მდგომარეობაზე რუსეთში.

არის გარკვეული წინსვლები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში, უკრაინაში, ლიბერიაშ, მალდივებში, სადაც მთავრობებმა სპეციალური კომისიები შექმნეს ამ პრობლემების დასაძლევად.

საქართველოზე დეტალურ ანგარიშს მოგვიანებით წარმოგიდგენთ.

XS
SM
MD
LG