ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მკაცრად გმობს ისრაელის გეგმას


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთაინიაჰუმ სინანული გამოთქვა რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლების გაშენების გეგმის გამოცხადებას დაემთხვაამერიკის ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი.

ნეთანიაჰუს აპარატმა განაცხადა, რომ გეგმის დამტკიცებისთვის ცუდი დრო შეირჩა, რადგან სწორედ ამ დროს ბაიდენი ისრაელში ისრაელ-პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე სასაუბროდ იმყოფებოდა.

ბაიდენმა დაგმო ახალი დასახლების აშენება და თქვა რომ გეგმა ეწინააღმდეგება ბოლო 14 თვის მანძილზე არსებულ მოლაპარაკებებს. ეს ბოლო წლების მანძილზე ამერიკის მხრიდან ისრაელის მიმართ პირველი მკაცრი შენიშვნაა.

პალესტინის მთავრობა ისრაელის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვს. ტერიტორია, რომელიც ისრაელმა 1967 წელს ომით დაიპყრო, პალესტინა კი მას მომავალ დედაქალაქად განიხილავს.

ძნელია იყო მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის, როდესაც მუდმივად ომში ხარ. ამ ისტორიული კომფლიცტის დასრულებისთვის, ორივე მხარე ისტორიულად ….


XS
SM
MD
LG