ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ექსპორტის საბჭოს ორი კანდიდატურა დაასახელა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა წამყვანი ამერიკული კომპანიების იმ ორ აღმასრულებელ პიროვნებას დაასახელებს, რომლებიც ამერიკული ექსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტთან არსებულ ექსპორტის საბჭოს საავიაციო გიგანტის „ბოინგის“ ხელმძღვანელი ჯიმ მაკნერნი და ბეჭდვითი კომპანია „ქსეროქსის“ მთავარი აღმასრულებელი ურსულა ბარნსი ჩაუდგებიან სათავეში. ექსპორტის საბჭო შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი საკონსულტაციო ორგანოა საერთშორისო ვაჭრობის საკითხებში. როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტი ობამა დღეს კიდევ ერთი ცალკე უწყების, „ექსპორტის ხელშეწყობის კაბინეტის“ შექმქნის შესახებ გააკეთებს განცხადებას. ამ სტრუქტურას ექსპორტის გაზრდისთვის სამთავრობო რესურსების გამოყენება და კონტროლი დაევალება.

XS
SM
MD
LG