ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმანებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა


იერუსალიმის ერთ-ერთ წმინდა ადგილზე მუსლიმანებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ალ აქსას მეჩეთში შეკრებილმა მუსლიმებმა გოდების კედელთან მისულ ებრაელებს ქვები დაუშინეს.

შეტაკების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

შეტაკებების რაოდენობამ მუსლიმებსა და ებრაელებს შორის მას შემდეგ იმატა, რაც ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ებრაული ეროვნული ძეგლების აღდგენას და რესტავრაციას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც აპირებს. პალესტინელები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.


XS
SM
MD
LG