ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის ვიზიტი პარიზში


დიმიტრი მედვედევი ორშაბათს პარიზში დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. ვერტმფრენმა რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა საფრანგეთის დედაქალაქს გადაუფრინა და ინვალიდების სასახლესთან დაეშვა. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები სტრატეგიული პარტნიორობის გასამყარებლად ემზადებიან, ასე ეხმიანება ფრანგული პრესა პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტს.

საფრანგეთი მზად არის რუსეთს მისტრალის ტიპის 4 სამხედრო გემი მიჰყიდოს და ამის სანაცვლოდ თავისი პარტნიორი ირანის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაზე დაითანხმოს. პრეზიდენტ მედვედევის სტუმრობით ფრანგულ-რუსული მოლაპარაკება მისტრალის შესახებ გადამწყვეტ ფაზაში გადადის.

ორშაბათ საღამოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა რომ დღევანდელი ურთიერთობა საფრანგეთსა რუსეთს შორის ურთიერთნდობაზეა დამყარებული. პრეზიდენტმა რომელიც მრავალი კრიტიკის მიუხედავად მოსკოვთან დაახლოვებას ცდილობს, ჟურნალისტების სეკითხვას ასე უპასუხა

„ჩვენ არ შეგვიძლია რუს მმართველებს შემდეგნაირად მივმართოთ : ჩვენ თქვენ გვჭირდებით მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად და ზოგიერთი პრობლემის, კერძოდ, ირანული კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ვერ განდობით და თქვენთან ვერ ვითანამშრომლებთ, - ასეთი მიდგომა არასწორია"- განაცხადა მან.

მედვედევმა მადლობის ნიშნად მისტრალის პროექტი „ნდობის სიმბოლოდ" მონათლა. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკის დარგში ასევე მწვანე შუქი აუნთეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ენერგოკომპანიები რუსული გაზპრომი და ფრანგული GDF Suez ჩრდილოთის გაზსადენის პროექტში ფრანგული კაპიტალის 9%-ით ჩარტვაზე შეთანხმდებიან. მეორე ფრანგული ენერგოკომპანია EDF უკვე თანახმაა სამხრეთ-გაზსადენის პროექტი 10%-ით დააფინანსოს.პარტნიორობის ჩამოყალიბება ასევე იგეგმება ფრანგულ და რუსულ სატრანსპორტო ინდუსტრიულ ჯგუფებს შორის.რუსეთ-საფრანგეთის წელიწადის აღსანიშნავად სამშაბათს დიმიტრი მედვედევმა ლუვრის მუზეუმში საზეიმოდ გახსნა რუსული ექსპოზიცია სათაურით „წმინდა რუსეთი".

„რუსეთის მორწმუნე პრეზიდენტი" როგორც მას ყოველდღიური გაზეთი Le Monde იხსენიებს, სამდღიან ვიზიტს ოთხშაბათ საღამოს დაასრულებს და მანამდე მნიშვნელოვან შეხვედრებს გეგმავს საფრანგეთის ზოგიერთ დიდ პოლიტიკოსთან რომლებიც ჯერ კიდევ მიიჩნევენ რომ მედვედევი პუტინისაგან განსხვავებული ახალი თაობის წარმომადგენელია.

XS
SM
MD
LG