ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური თამაშები დღეს მთავრდება


ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დასასრულს მიუახლოვდება. მასპინძელი ქვეყანა კანადა ოქროს მედალების რეკორდულ რიცხვის მოპოვებას ცდილობს.


დღეს ორი სპორტული ღონისძიება არის დაგეგმილი, მამაკაცთა 50-კილომეტრიანი სათხილამურო მარათონისა და ჰოკეის ფინალის ჩათვლით. საღამოს კი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება.

დღეს ოქროს მედალის მოსაპოვებლად კანადა და შეერთებული შტატები ჰოკეის ფინალში ხვდებიან.
კანადა მეთოთხმეტე ოქროს მედალის მოპოვებას ლამობს. სულ კანადამ 25 მედალი მოიპოვა, მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა რეკორდული 36 მედალი მოიპოვა. დღევანდელი ჰოკეის თამაშის შემდეგ კი მას ისედაც ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს.


XS
SM
MD
LG