ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანმოჰან სინგი საუდის არაბეთში ჩავიდა


28 წლის განმავლობაში მანჰომან სინგი პირველი პრემიერ მინისტრია, რომელიც საუდის არაბეთს ეწვია.

პრემიერ მინისტრი შეხვედრას გამართავს საუდის მეფე აბდულთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.


დღეს ბატონი სინგის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას ემსახურება.

ამავე განცხადებაში პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობა აღდგება უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიურ საკითხებში.


შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ინდოეთში ვიზიტისას, მეფე აბდულა პრემიერ მინისტრს შეხვდა. ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას და მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.




XS
SM
MD
LG