ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ფილიპინებში 11 ადამიანი დაიღუპა


ფილიპინების სამხედრო პირების განცხადებით, ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა მეამბოხეებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფელზე იერიში მიიტანეს და 11 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ფილიპინების მთავრობის განცხადებით, აბუ საიაფის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა დღეს დილით ბასილანის კუნძულოვან პრონვინციაში სოფელ ტუბიგანში მდებარე სამოქალაქო პოლიციის განყოფილებაზე იერიში მიიტანეს.

სამხედროები იუწყებიან, რომ სოფლის მოსახლეობას ეძინა, როცა მეამბოხეებმა მათ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.

ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი და ადგილობრივი მილიციის ერთი წევრი. ხანძრისა და სროლის შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიჭრა, ოთხი ბავშვის ჩათვლით.

ფილიპინების მთავრობამ სოფლის დასაცავად დაუყოვნებლივ დამატებითი სამხედრო ნაწილები გაგზავნა, მაგრამ თავდამსხმელები მიიმალნენ.
ამჟამად სამხედრო ძალები თავდამსხმელების დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.



XS
SM
MD
LG