ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩადრი და ავღანელი ქალები


ნატოს ახალი სტრატეგიის მიხედვით, გარდა საომარი მოქმედებებისა, ავღანეთში დაგეგმილია უშიშროების ძალების წვრთნა, სამოქალაქო საზოგადოების წახალისება და თალიბების მთავრობის მხარეზე გადმობირება. თუმცა ზოგიერთ ავღანელ ქალს ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.

ასია მაჯგანი სკოლის მასწავლებელია. ოთხშაბათობით კი დასავლეთ ლონდონიდან ავღანელთა ცხოვრების შესახებ დეტალებს აშუქებს:

„ავღანელების რადიო გადაცემა ყველაფერზეა. ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნისა და იმ თანამემამულეთა შესახებ, ვინც ბრიტანეთსა და მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს.“

ამ რადიოს საშუალებით, ავღანური მუსიკის, კინოსა და საზოგადოებრივ სიახლეებსაც შეიტყობთ. გასული თვეს ყველაზე მნიშვნელოვან თემად რადიო გადაცემაში ავღანელ ქალთა შეზღუდული უფლებების თემა იქცა.

ამ ფონზე ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ სპეციალური კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა თალიბებისთვის ხმის მიწვდენა უკაცრიელ სოფლებშიც კი,რათა მათი შერიგების მიზნით გადმობირება მოხდეს.
თალიბების მიერ იარაღის დაყრა და ხელისუფლების მხარეზე გადასვლა ავღანეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი საწინდარია.

თუმცა ავღანელი ქალები ამ ფაქტს არცთუ ისე იოლად უყურებენ. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თალიბების მიერ დაწესებული კანონის თანახმად, ავღანელი ქალებს ჩადრის ტარება ევალებათ. ავღანელი ქალების შეშფოთებას, ისლამისტური ისტორიის პროფესორი ბარბარა რობენსონი შემდეგნარიად ხსნის:

„ქალები სწუხან იმიტომ,რომ ისტორიული შერიგება მათ ორივე მხრიდან ცვლილებებს მოუტანს.“

თალიბების მართველობის დროს 1996 წლიდან 2001 წლამდე ავღანელი ქალები ჩადრს ატარებდნენ, სკოლაში არ დადიოდნენ, მუშაობა ეკრძალებოდათ და შინიდან მამაკაცის ნებართვის გარეშე ვერ გადიოდნენ. თალიბების დამხობამ გოგონებს სკოლაში სწავლის უფლება მისცა, ქალებს კი შეზღუდვები გააუქმა და ამჟამად ავღანელი ქალების უფლებები ბევრად უფრო დემოკრატიულია. ბრიტანეთში ავღანელი ქალების ასოციაციის თავმჯდომარე ზანგონა რასა აღნიშნავს, რომ:

„შერიგება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ მოჰყვება,უბრალოდ საჭირო გახდება სამტავრობო და მაკონტროლებელი სისტემების შეცვლა.“

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით:

„ჩვენ მშვიდობისა და შერიგების მიზნით ავღანელი მამაკაცებისა და ქალთა პრინციპები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ.“

თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უფრო კონკრეტული მოსაზრებით გამოვიდა:

"ქალებმა ფეხი უნდა აუწყონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.“

აქტივისტი ზარგონა რასას თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში უმთავრესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი გახლავთ:

"ქალებს უნდა შეეძლოთ შინიდან უშიშრად გამოვიდნენ, ისწავლონ, იმუშაონ და ქვეყნის გარეთ სამოგზაუროდაც წავიდნენ.“

ლონდონში ავღანური რადიოს წამყვანის ასია მაჯგანის თქმით:

„ავღანურმა საზგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქვეყნო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობისა და აქტიურობის გარეშე ავღანეთი წარმატებას ვერასდროს მიაღწევს.“



XS
SM
MD
LG