შეერთებული შტატების მთავრობის თანახმად მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ამა ექსპერტები გასული წლის ბოლოს ვარაუდობდნენ.
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა დღეს განაცხადა, რომ მთლიანი ეროვნული პროდუქტი 2009 წლის ბოლო კვარტალში 5.9 მეათედი პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ეკონომისტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს ორი მეათედით აღემატება.
ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ეს კვარტალური ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სპეციალისტების აზრით, მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდა კომპიუტერული პროგრამებისა და სხვადასვა სახის აღჭურვილობის გაყიდვის ხარჯზე მოხდა.
მიუხედავად კვარტალური ზრდისა, ამერიკის ეკონომიკა 2009 წელს მთლიანობაში 2.4 მეათედი პროცენტით შეიკუმშა, რაც 1946 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.