ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლური  პრესის მიმოხილვა


„ამერიკის ხმის“ ქართველი მსმენელის ყურადღებას უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო მასალაზე შევაჩერებთ. უფრო კონკრეტულად კი, ბრემენის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალში „კავკასიის ანალიტიკურ დაიჯესტში“ გამოქვეყნებულ სტატიებს მიმოვიხილავთ.

პირველი ყურადღება მიიპყრო სათაურმა - „ობამა და საქართველო: ერთწლიანი უხერხული სიჩუმე.“ სტატიის ავტორი კი ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი გიორგი ხელაშვილია. სტატიაში განვითარებულია მოსაზრება, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრცია უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს საქართველოს ვიდრე მისი წინამორბედი.


„იმაზე თუ რატომ გადაინაცვლა ვაშინგტონის ურთიერთობებში საქართველომ უკანა პლანზე, რამდენიმე შესაძლო მოსაზრება არსებობს. ყველაზე ძლიერი მიზეზი კი, შეერთებული შტატებიში ეკონომიკური კრიზისი და მისი პოლიტიკური და სამხედრო რესურსების შემცირებაა. ამ ვითარებამ კი ვაშინგტონის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დააჩქარა. მართლაც, ბუშის ეპოქის ცივი ომის მაგვარი და უხეში რიტორიკა, როგორც ჩანს უკვე წარსულს ჩაბარდა. მოსკოვისადმი ამგვარი დამოკიდებულება ფაქტობრივად იმ პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჰენრი კისინჯერმა შესთავაზა ამერიკის ადმინისტრაციას.“
წერს გიორგი ხელაშვილი.

სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ თუკი უახლოეს მომავალში კუბის კრიზისის ან 11 სექტემბრის დონის მსგავსი მოვლენა არ განვითარდა, შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში მსხვილი ინიციატივებით არ გამოვა. ყოველშემთხვევაში ობამას პირველი პრეზიდენტობის ვადაში.

ამავე ჟურნალშია გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მეგობარია“ - ავტორი მიქაელ ზოლიანი.
ავტორი ავითარებს მოსაზრებას, რომ სომხეთის პოლიტიკა შეერთებული შტატების, რუსეთისა დ ირანისადმი წლების განავლობაში „კომპლიმენტარიზმით“ ხასიათდებოდა. მისი მოსაზრებით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ობამას განცხადებები სომხეთის გენოციდთან დაკავშირებით სომხური საკიხტს პოზივიზმს სძენს.

„გლობალური და რეგიონალური ტენდენციებმა ასევე შიდა პოლუტიკურ არენაზე არსებულმა ვითარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სომხეთის პოლიტიკაზე და მისი ერთი მხრიდან მეორისკენ გადახრა გამოიწვიოს. ამჟამინდელი ტენდენცია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვას ითვალისწინებს, ბადებს იმედს, რომ სომხეთის შევსებადობის პოლიტიკა ნაყოფს გამოიღებს,“
ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალში კიდევ ერთი ხედვაა განვითარებული სტატიაში სათაურით „შეერთებული შტატების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ: როგორ წავიწიოთ წინ“.
ავტორი ბაქოელი ფარიზ ისმაილზადეა.
არსებული ვითარების მიმოხილვისას ავტორი წერს:
„შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 1990-იანი წლებისგან განსხვავებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობისგან დისტანცირება არჩია. ეს პროექტი კი რეგიონში უმსხვილესია, რომელსაც აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობების მხარდაჭერა აქვს და ევრაზიის სარკინიგზო სისტემების შეერთებას ისახავს მიზნად, ლონდონიდან ჩინეთამდე და უკან. შეერთებული შტატების კონგრესმა კი სომხური ლობის გავლენით დაბლოკა შესაბამისი კანონპროექტი და ამით ხელი შეუშალა ამ პროექტში ამერიკული ფინანსების ჩადებას.“


ავტორი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ იჩენს პასიურობას ნაბუკოს გაზსადენის მიმართ, რომელმაც კასპიური გაზი ევროპულ ბაზარზე უნდა გაიყვანოს.
ავტორი თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და თანმიმდევრული სტრატეგია უნდა შეიმუშავოს რეგიონში სტაბილურობის შესაქმნელად.
ჩვენ შემოგთავაზეთ, ბრემენის უნივერსიტეტის ჟურნალში „კავკასიის ანალიტიკურ დაიჯესტში“ გამოქვეყნებული სტატიების მიმოხილვა.



XS
SM
MD
LG