ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორქიდეების გამოფენა ვაშინგტონში


ადამიანებს საუკუნეების მანძილზე იზიდავენ ორქიდეას ჯიშის ყვავილები. ანტარქტიკის გარდა ორქიდეა დედამიწის ყველა კონტინენტზე ხარობს.

ამ ორიგინალური ფორმის ერთამანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჯიშის ყვავილებს ადამიანები ოდითგანვე ეთაყვანებიან.ორქიდეებს ხატავენ, უღებენ ფოტოებს,მათზე გამოსცემენ ალბომებს.

ვაშინგტონის ბოტანიკური ბაღი და სმითსონიანის ინსტიტუტი ყოველწლიურად აწყობს ორქიდეას ჯიში ყვავილების გამოფენას.მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან კოლექციონერები და ორქიდეას თაყვანისმეცემლები ამ საუცხოო გამოფენის სანახავად.


კლაივ ატეო ორქიდეებს 48წელია ახარებს.17წელი კი კონკრეტულად ვაშინგტონის ბოტანიკური ბაღის ორქიდეას კოლექციაზე ზრუნვა ევალება.

„დღემდე თავდავიწყებით მიყვარს ჩემი მეუღლე და ორქიდეები .ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან“

ვაშინგტონის ბოტანიკურ ბაღში ორქიდეების სათბურში 5000 სახეობის რვა ათასი ორქიდეა ხარობს. ატეოს აზრით:
„თუ ორქიდეასთან კონტაქტში ერთხელ მაინც შეხვედი, მისგან თავის დაღწევას ვერასდროს შეძლებ.იგი სამუდამოდ დაგიპყობს და შენს გულს მოინადირებს“

ატეო სათბურში თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობს.ყველა ორქიდეას ისტორია იცის და მათ ჯილდოებსა და საგამოფენო წარმატებებზე სიამოვნებით საუბრობს. ასევე კარგად იცის,თუ რომელ ყვავილს რა პრობლემა აწუხებს და მოვლა-პატრონობის აუცილებელ პირობებზე მოგვითხრობს:

„ორქიდეები ვირუსის მიმართ ზედმიწევნით მგრძნობიარენი არიან. ამიტომაცაა,რომ მათი მოვლის დროს იარაღებს ვასტერილებ და ორთქლის საშუალებით ვამუშავებ“

სათბურიდან ორქიდეები ბოტანიკურ ბაღში უდიდესი სიფრთხილით გადააქვთ.კაპიტოლიუმის შენობის ბაზაზე არსებულ ბოტანიკურ ბაღში ორი ათასამდე აყვავებული ორქიდეა გამოიფინება..

ერიკ ლევიტი,რომელიც ბოტანიკური ბაღის ზედამხედველია ,გვიხსნის,თუ როგორ გაშალა ამ რაოდენობის ორქიდეამ გამოფენის წინ ერთდროულად ყვავილი:

„ჩვენ სათბურში ტემპერატურას სპეციალურად ვცვლით,რომ კვირტების გაშლა დავარეგულიროთ.“ამბობს იგი.

ლევიტის თქმით, მოფლიოში ზოგიერთ ორქიდეას კოლექციონერი, მზადაა იშვიათ ჯიშში ათი ათასობით დოლარი გადაიხადოს.

ორქიდეების ჯიშის ყვავილების გამოფენა იმითაა უნიკალური ,რომ ერთი მისვლით- დამთვალიერებელს შეუძლია ათასობით სხვადასხვა ფერის,ფორმისა და სილამაზის ორქიდეა იხილოს.

მონიკა ხიმენესი კოლუმბიიდან სპეციალურად ამ გამოფენისთვის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.მისი თქმით;

„ეს უნიკალური გამოფენაა და იგი ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს“

ფრენკ სტივენსი ვაშინგტონელია და ორქიდეების გამოფენის დასათვალირებლად თითქმის ყოველწლიურად დადის:

„ეს არის ადგილი,სადაც შეგიძლია დაისვენო,სილამაზით დატკბე და დადებითი მუხტით აივსო “

მსოფლიოში არაერთი ცნობილი ორქიდეას ბაღი არსებობს.მათ შორის ყველაზე მდიდარი, ლამაზი და იშვიათი სინგაპურის ორქიდეების ბაღია.


XS
SM
MD
LG