ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაშრომი ვარდების რევოლუციაზე


ამერიკელმა მკვლევარმა კელი ჰაშ გონზალესმა სადოქტორო ნაშრომი საქართველოში ვარდების რევოლუციას მიუძღვნა.

მას ბავშვობიდან ბალეტი ხიბლავს.ამერიკაში, ტეხასში გაზრდილმა გოგონამ გადაწყვიტა,დიდი თეატრის სამშობლოში ემოგზაურა. მოგზაურობა გახანგრძლივდა და რუსი პროფესორისგან, რომელიც მაშინ რუსულ ენა-ლიტერატურას ასწავლიდა კელი ჰაშ გონზალესმა საქართველოს შესახებ შეიტყო.

-1994-95 წლებში საზღვარგარეთ, მოსკოვში ვსწავლობდი.ჩეჩნეთის ომი მძვინვარებდა, მეუბნებოდნენ რომ კავკასიაში მოგზაურობა ჩემთვის არც თუ ისე უსაფრთხო იქნებოდა. მას მერე ბევრი წელი გავიდა, ჩემი საქართველოში პირველი ვიზიტი ოცნების ახდენას გავდა.

საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა. სხვადასხვა სტატუსით. ხან სტუდენტი იყო, ხან მაგისტრი, ბოლოს დოქტორი. 2002- 2006 წლებშითბილისში ზედიზედ რამდენჯერმე იყო.

-ვარდების რევოლუციამდე ჩემი პირველი ვიზიტისას, ხალხი ამბობდა: რა ვქნა, რა გვეშველება.

დახმარება არ ჩანდა. მივხვდი რომ რაღაც იცვლებოდა, რაღაც რაც ამ ხალხს ქუჩაში გამოსვლის სტიმულს აძლევდა, მინდოდა მცოდნოდა თუ რა იყო მოტივაცია.

ამან საფუძლევი დაუდო მის სადოქტორო თემას, სახელწოდებით “ჭრილობაზე მარილის მოყრა, ვარდების რევოლუციის ანალიზის ფონზე”. ამერიკულ უნივერსიტეტში ხელმღძვანელებმა თემა მოიწონეს და კელის ხელი ყველანაირად შეუწყვეს. 2004 წელს ის კვლევას შეუდგა.

-მაშინ მივხვდი რომ საქართველოში უნდა წავსულიყავი. ჩემი დისერტაციის თემა სწორედ იმაზე იყო, რაც მაშინ, ვარდების რევოლუციის დროს საქართველოში ხდებოდა. მივხვდი რომ მომენტით უნდა მესარგებლა.

ძირითადი განწყობა, რასაც კელი გრძნობდა ხალხის მოლოდინი და იმედი იყო.

-ხალხი რევოლუციის მუხტს გრძნობდა. მათ ქონდათ იმედი, სჯეროდათ რომ მსოფლიო შეიცვლებოდა, ამას ვფიქრობ დაგროვილ უკმაყოფილებასთან ერთად მოზღვავებული ემოცია განაპირობებდა.არა უმრავლესობას, რა თქმა უნდა მაგრამ დიდ ნაწილს ჰქონდა იმედი უკეთესი მომვლისა.

მასობრივი პროტესტების ფონზე ამერიკელი მკვლევარი საქართველოს პრეზიდნეტის პიროვნებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა, მისი თქმით, ის არის ფიგურა, რომელსაც მასების ემოციის კონტროლი შეუძლია.

-როდესაც სტუდენტი ვიყავი პრეზიდენტ სააკაშვილი ბიოგრაფიით დავინტერესდი.მისივე წიგნზე დაყრდნობით პატარა მცირე ნაშრომი დავწერე.წინგის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ტუ რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი თავის თავზე და რა უნდა რომ სხვებმა იფიქროს მასზე. შეიძლება სწორიც არის, რადგან ნამდვილად ბევრი შეძლო.

დისერტაციის თემაზე მუსაობა დაასრულა.კელი ჰაშ-გონზალესი ამერიკის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით საერთაშორისო ურთიერთობათა კურსს კითხულობს და გარდა ამისა, ამავე უნივერსიტეტში ახლახანს ჩამოყალიბებული“შავი და კასპიის ზღვების სწავლების ცენტრში”

მოღვაწეობს. ახლო მომავალში სადისერტაციო თემის წიგნად გამოცემაზე ფიქრობს, რადგან თვლის, რომ ამერიკაში მას ინტერესით შეხვდებიან.

-ვწერ ხალხისთვის ვისაც სოციალური მოძრაობა აინტერესებს. არის ბევრი ამერიკელი სტუდენტი, რომელიცსოციალურ გამოსვლებს და იმას სწავლობს თუ რა გახდა პროტესტის მოტივაცია. რატომ დაიწყო ესა თუ ის გამოსვლა და როდის დამთვარდა, რა იყო მიზეზი და ასე სემდეგ.ექვს წელიწადნახევარი გავიდა და ვარდების რევოლუცია როგორც სოციალური მოძრაობა აქ არავის შეუსწავლია. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ საქართველო შორს არის.

მაგრადმ გარდა ამისა, ეს უბრალოდ კარგი ისტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ვფიქრობამეკრიკელებს ხიბლავთ ისტორია, სადაც ხალხის საკუთარი უფოლებებისთვის იბრძვის!


XS
SM
MD
LG