ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკო  შედეგებს აღარ ასაჩივრებს



უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აღარ ასაჩივრებს. მან უკრაინის ადმინისტაციულ უმაღლეს სასამართლოში განაცხადა, რომ უკან მიაქვს ის სარჩელი, რომლითაც ის საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგებს არ ეთანხმებოდა. ტიმოშენკომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ უდნობლობით ახსნა.

მისი თქმით, სასამართლო სიმართლეს არ დაადგენს და ასეთ შემთხვევაში ის ვეღარ ხედავს გასაჩივრების გაგრძელების აზრს. ამის შესახებ ტიმოშენკომ დღეს სასამართლოში გამოცხადებისთანავე განაცხადა. ტიმოშნეკოს დღევანდელი გადაწყვეტილებით არჩევნებში გამარჯვებული ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობა კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე აღარ დგას. ის ინაუგრაცისითვის ემზადება.



XS
SM
MD
LG