ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლებელია ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღონ 


რუსეთი და გერმანია აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ გაეროს დამატებითი სანქციების შემოღება შესაძლებელია თეირანის სადავო ბირთვული პროგრამის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები ახალი სანქციების შემოღებას არ გამორიცხავენ, თუმცა მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო სანქციების შემოღებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ამჟამად არ იხილავს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ირანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირე სახელმწიფოს წარმოადგენს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის წარმომადგენელმა ულრიქ ვილჰელმმა კი აღნიშნა, რომ თუ ირანი კვლავინდებურად გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების უგულვებელყოფას, მაშინ მსოფლიოს სხვა გზა არ ექნება გარდა დამატებითი სანქციების შემოღებისა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დღეს პირველად განაცხადა, რომ სააგენტო შეშფოთებულია იმის გამო, რომ ირანი შესაძლოა ფარულად ბირთვული შეიარაღების შეძენას ცდილობს. ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ კი განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს.


XS
SM
MD
LG