ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი გუდაუთაში სამხედრო ბაზების მშენებლობას აპროტესტებს


რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემდეგი განცხადება გაავრცელა : " რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს გუშინ, 17 თებერვალს მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხნება გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ ქ.გუდაუთაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 49 წლით, შემდგომი 15-წლიანი გაგრძელების შესაძლებლობით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ინტენსიური მილიტარიზაციის გამო და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ამ ქმედებებს და მიიღონ გადამაჭრელი ზომები მათ აღსაგკვეთად! ".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთს კავკასია ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიყავს. ასეთივე განცხადებას აკეთებს ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები კონტროლიდან გამოვიდა და გარემოს, ეკოლოგიას უზარმაზარ ზიანს აყენებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ განცხადებას იზიარებს ფონდის რუსეთის წარმომადგენლობა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მალხაზ ბარამიძის თქმით სოჭის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ანადგურებს აფხაზეთის ეკოლოგიას, აფხაზეთის ისტორიულ მემკვიდრეობას, კლიმატს. ამ განადგურების წინააღმდეგ მხოლოდ საქართველოს პროტესტი არ კმარა, ხმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიმაღლოს ! - მიიჩნევს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი მალხაზ ბარამიძე.


XS
SM
MD
LG