ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნოდარ ქუმარიტაშვილს მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალავენ


დაღუპულ ქართველ ოლიმპიელ ნოდარ ქუმარიტაშვილი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალავენ.

დღეს გამთენიისას ქართული დროშით შემოსილი მისი კუბო კანადიდან თბილისში ჩაასვენეს.

მისი დაკრძალვა სამშაბათს გაიმართება.

21 წლის ქართველი მოციგავე პარასკევს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ვარჯიშისას რკინის ბოძს შეეჯახა და მალევე დაიღუპა.

ქუმარიტაშვილის მამა, დავითი, რომელიც ასევე მოციგავეა, ამბობს რომ მისი ვაჟი ოლიმპიური მარშრუტის ერთ-ერთი მონაკვეთის უფრთხოდა.

XS
SM
MD
LG