ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ორ ტრილიონ დოლარს სესხულობს


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომლის თანახმად ქვეყანა ორ ტრილიონ დოლარს ისესხებს.

პრეზიდენტმა ამ კანონმდებლობას ხელი პარასკევს თეთრ სახლში მოაწერა, მაგრამ ამ ნაბიჯს საზოგადოებიდან დიდი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია.

საზოგადოების შიშის შესამსუბუქებლად კანონმდებლობაში ასევე შევიდა ქვედანაყოფი,რომლის თანახმად ვალის გადახდას სავალდებულო და კონკრეტული ვადა არ გააჩნია, არამედ ვალის გადახდა ეტაპობრივად მოხდება.

ეს კანონი ბილ კლინტონის დროსაც იქნა მიღებული და კანონმდებლობის მიღების ფონზე, აღებული ვალის დასაფარად იზრდება გადასახადები ან მცირდება ბიუჯეტი. ყოველკვირეულ რადიო მიმართვაშიპრეზიდენტმა ობამამ ხოტბა შეასხა კანომდებლობის ახალ ქვედანაყოფს .



XS
SM
MD
LG