ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ხელისუფლება მედიას ბლოკავს


ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ირანის ხელისუფლების მცდელობა--გუშინდელი საპროტესტო აქციების მიმდინარეობა დაბლოკოს მედიაში, ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურ თეირანს თავისივე ხალხის ეშინია.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფი ჯეი ქროულიმ ამის მაგალითად მოიყვანა ადგილობრივი სატელიტური ტელევიზიის, ინტერნეტ ქსელისა და სატელეფონო მომსახურების გათიშვა.

შეგახსენებთ, რომ ანტი სამთავრობო პროტესტი თეირანში ემთხვევა ისლამური რესპუბლიკის დაარსების 31ე წლისთავისადმი მიძღვნილ თარიღს.
ქროულიმ განაცხადა, რომ ე.წ. საინფორმაციო ბლოკადა მიმართული იყო დემონსტრანტებს შორის კომუნიკაციის ხელის შესაშლელად.

ამ ფონზე, თეთრი სახლის პრეს სპიკერმა რობერთ გიბსმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის უფლებები უნდა დაიცვას.


XS
SM
MD
LG