ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ახალი სტრატეგია ავღანეთში


მაკკლაჩის საინფორმაციო კორპორაციის საერთაშორისო საკითხთა რედაქტორი როი გუტმანი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ავღანეთიდან. ბატონი გუტმანი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ავღანეთთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოლიტიკის ამსახავი წიგნის ავტორია. აქ ისაა აღწერილი, თუ როგორ ვერ შესძლო მაშინდელმა ამერიკამ ოსამა ბინ ლადენის და თალიბების ნამდვილი ზრახვების ამოცნობა:

„მე ვფიქრობდი, რომ ამერიკელი სამხედროები ახლა მაინც უფრო უკეთესად ერკვეოდნენ ავღანეთის საკითხებში ვიდრე უწინ და რომ მათ ახლა უფრო ჩამოყალიბებული აქვთ ის თუ რა იციან და რა არა. მე ვთვლიდი, რომ სამხედროები არარეალურად აღიქვავდნენ გარემოს და ისე იქცეოდნენ თითქოს სხვა პლანეტაზე იმყოფებოდნენ. ახლა კი ჩემის აზრით სიტუაცია გამოსწორდა. ბოლო რვა თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მთავარსარდლად გენერალი მაკკრისტალი დანიშნეს, სამხედროებმა ავღანეთის რელიეფის, ხალხისა და პოლიტიკის შესწავლა დიდი მონდომებით დაიწყეს. თუმცა ბევრი რამ ამერიკელების კონტროლის მიღმაა. მაგალითად ადგილობრივი სასამართლო და უშიშროების სისტემა.
"თანაც ღამ-ღამობით თითქმის მთელ ქვეყანაში თალიბები თარეშობენ“. ამბობს გუტმანი.

ჟურნალისტის თქმით, ამერიკული სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ავღანეთის მთავრობისა და უშიშროების ძალების ისე მომზდება წარმოადგენს, რომ მათ თავად შესძლონ პრობლემების მოგვარება:

„თალიბები ჯერ საბოლოოდ არ დაუმარცხებიათ, მაგრამ მათი საკმაოდ დასუსტება შესძლეს. სამთავრობო ძალები ნელ-ნელა მაგრდებიან იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მანამდე თალიბები აკონტროლებდნენ. ასეთი მოქმედება შესაძლებელი გახადა პრეზიდენტი ობამას მიერ ავღანეთში დამატებით ოცდაათი ათასი ჯარისკაცის გაგზავნამ. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები აქ მხოლოდ წელიწად ნახევრის განმავლობაში უნდა დარჩნენ, მე ვფიქრობ, რომ მისიის წარმატებით დასრულება შესაძლებელია“. გააგრძელა ბატონმა გუტმანმა:

„პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ბრიტანელები და ამერიკელები იბრძოლებენ და შემდეგ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უშიშროების უზრუნველყოფას ავღანეთის პოლიციასა და არმიას გადააბარებენ. აღსანისნავია, რომ პოლიცია ძალზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. სწორედ ესაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ხალხი ისევ თალიბებს ამჯობინებს. მთავარი ხალხის გადაბირებაა. ამას კი ჯერ ვერ ახერხებენ“. ამბობს ავღანელი ჟურნალისტი ნაბი მისდაქი.

პრეზიდენტმა კარზაიმ ომის დასრულების საკუთარი გეგმა შეიმუშავა. მან თალიბებთან მოლაპარაკების გამართვა და სამსახურის მიცემისა და ამნისტიის პირობით მათი მომხრეების გადაბირება გადაწყვიტა:

„ხალხი არ ენდობა კარზაის მთავრობას. რვა წლის განმავლობაში ამ მთავრობას ბევრი არაფერი გაუკეთებია. ქაბული ძალზე კორუმპირებულია და აქედან რაიმე პოზიტიური ძვრები მოსალოდნელი არ არის. არ დაგავიწყდეთ ის, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ხალხს სასოწარკვეთის მეტი არაფერი ახსოვს“. გვეუბნება მისდაქი.

„ნარკოტიკები უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული კორუფცია კი ყოვლისმომცველია. ადგილობრივი მთავრობები ისეა კორუმპირებული, რომ რეგიონებში არავითარი სახელმწიფო ინსტიტუტები, უშიშროების და სასამართლო სისტემა არ იქმნება. ამას ისიც ემატება, რომ პროვინციებში ინვესტიციები თითქმის არ შეედინება“. აცხადებს, როი გუტმანი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ძნელია იმის განჭვრეტა მიაღწევს თუ არა სასურველ შედეგს ახალი სამხედრო კამპანია და სტრატეგია, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პოზიტიური ცვლილება უკვე ძალზე თვალშისაცემია.


XS
SM
MD
LG