ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ოპოზიციის დემონსტრაცია დაარბიეს


თეირანში ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება ირანში ისლამური რევოლუციის 31-ე წლისთავს დაემთხვა. ამ თარიღის აღსანიშნავად, თეირანის ქუჩებში უამრავი ხალხი გამოვიდა.ირანის ოპოზიციისვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად უსაფრთხოების ძალებმა ოპოზიციის მომხრეების დასაშლელად ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკებისას სამთავრობო ძალები თავს დაესხნენ რეფომატორ პოლიტიკოსებს მეჰდი ქარუბის და ყოფილ პრეზიდენტ მოჰამედ ხათამის. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ამ უკანასკნელის ცოლისდა და მისი მეუღლე მოჰამედ რეზა ხათამი უკვე დაპატიმრებულები არიან. ოპოზიციის დემონსტრაციის და შეტაკების პარალელურად თეირანის თავისუფლების მოედანზე სამთავრობო მიტინგი გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა თავის ათასობით მომხრეს მიმართა:

ირანელი ხალხის მიერ ისლამური ფასეულობათა დაცვა აუცილებელია, განაცხადა აჰმადინეჟადმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამურმა რევოლუციამ ირანელებს უდიდესი პროგრესი მოუტანა და განაცხადა რომ ირანი ბირთვული საწვავის მიღებას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG