ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი შეშფოთებულია პაკისტანით


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, პაკისტანში შექმნილი ვითარება მას ერაყზე, ავღანეთსა და ირანზე უფრო მეტად აშფოთებს. „პაკისტანს გააჩნია ბირთვული იარაღი, რომელიც შესაძლოა მოსახლეობის მცირე, მაგრამ რადიკალური ნაწილის ხელში აღმოჩნდეს“ - განაცხადა ბაიდენმა ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში. მისი თქმით, პაკისტანში დემოკრატია დასრულებული და ბოლომდე განვითარებული არ არის.ბაიდენმა ირანზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ირანის ბირთვული რეფორმა შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG