ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბობმის აფეთქებამ  27 შიითი პილიგრიმი შეიწირა


ერაყის პოლციის განცხადებით, ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ კარბალაში ბობმის აფეთქების შედეგად 27 შიითი პილიგრიმი დაიღუპა და 56 დაშავდა.
გამოძიების ამ ეპატზე თავდამსხმელები სავარაუდოდ ავტოკოლონას დაესხნენ თავს და პარალელურად მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბიც ააფეთქეს.
დღევანდელი აფეთქება ერთ-ერთია თავდასხმაა, რომელიც შიითი პილიგრიმების წინააღმდეგ იქნა განხორციელებული ბოლო დღეების განმავლობაში. კარბალა შიითი მუსლიმების უწმინდესი ქალაქია, სადაც ყოველწლიურად ასობით ათასი პილიგრიმი ჩადის იმამი ჰუსეინის სიკვდილის 40 დღიანი გლოვის დასასრულის აღსანიშნავად.
ოთხშაბათს აფეთქებულ ბომბს 24 ადამიანის სიციცხლე შეეწირა, ხოლო ორშაბათს კი თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზარში თავის აფეთქებით 41 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.


XS
SM
MD
LG