ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი პირობას  დებს,რომ დეფიციტს შეამცირებს



დღეს, ყოველკვირეულ რადიო გამოსვლაში პრეზიდენტმა ყოველწლიური მიმართვის ერთ-ერთი თემა გაიმეორა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყნის პრიორიტეტია.

მაგრამ ამასთან ერთად, მისი თქმით, აუცილებელია ქვეყნის დეფიციტის კონტროლიც, რომელმაც საბოლოო ჯამში შეიძლება ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუშალოს და მორიგი ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს.

პრეზიდენტმა სენატის ინიციატივა მოიწონა, რომელიც საბიუჯეტო თანხების პერიოდულად (pay as you go) გამოყოფას გულისხმობს. მისი თქმით, საბიუჯეტო თანხების გამოყოფა მსგავსი წესით 1990-ანებში ხდებოდა. ამან კი შედეგად 236 მილიარდი დოლარის ოდენობის მეტობა მოიტანა.

პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა ფისკალური კომისიის შექმნა, რომელშიც შევლენ როგორც დემოკრატები ასევე რესპუბლიკელები. კომისიის მიზანი ეროვნული ვალის შემცირების გზის დასახვა იქნება.


XS
SM
MD
LG