ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული კრების მოწვევის ინიციატივა


საქართველოში მაისის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პროცესები ნელნელა უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ხელისუფლება კვლავ ჩვეულ სტილით საუბრობს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ლამაზ ფერებში ხატავს.

ოპოზიცია კვლავ რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. ერთნი, თუნდაც წინასწარ გასაყალბებლად გამზადებულ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად თვლიან, მეორენი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაში აზრს ვერ ხედავენ, თანაც ისეთ გარემოში, სადაც მათი თქმით, ხელისუფლებას ყველა ვარიანტში მოგების შანსი აქვს.

სხვათა შორის, საქართველოში საარჩევნო გარემო რომ არ არის გაუმჯობესებული, ამაზე საერთაშორისო არენაზეც გამოთქვამენ წუხილს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამერიკელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ამას უკვე ღიად ამბობენ.

ამ ბოლო პერიდოში ქართულ პოლიტიკურ რეალობაში კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო იდეა გაჩნდა - ეროვნული წარმომადგენლობითი კრების ჩატარება. ასეთი იდეა უნდა ითქვას, რომ ქართულ რეალობაში ახალი არ არის.

თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში 1918 წელს, სწორედ ასეთ წარმომადგენლობით კრებაზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. საუკუნის მიწურულიდან დღემდე კი საქართველოში ბევრჯერ ყოფილა ასეთი კრების ჩატარების იდეა. 1990 წელს კი ეროვნული ძალების მიერ შექმნილი „ეროვნული ფორუმიც“ წარმომადგენლობითი კრების ერთგვარ სახედ შეიძლება ჩაითვალოს, ოღონდ პოლიტიკური ნიშნით.

გასულ წელს ეროვნული კრების ჩატარების ინიციატივით რიგი პოლიტიკური პარტიებიც გამოვიდნენ, თუმც ამათ მალე ამ იდეაზე უარი თავად თქვეს. მათგან ზოგი ერთ დროს მათ მეირვე უარყოფილ პარლამეტს დაუბრუნდა, ზოგიც უშიშროების საბჭოს სხდომებზე ვიხილეთ. ალბათ ამ იდეას არც ამჯერად მიაქცევდა ვინმე ყურადღებას, რომ არა ის ადამიანები და მათი დამსახურება ერის წინაშე, ვინც ამ იდეის საინციატიოვო ჯგუფში ვიხილეთ.
„ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა კატასტროფის წინაშეა. დარღევულია ტერიტორიული მთლიანობა, ყოველდღიურად ნადგურდება ქვეყნის ეკონომიკა, განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემები. განუხრელად იზრდება საგარეო ვალი. არნახულ მასშტაბებს აღწევს ნარკომანია. მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სამშობლოს, სადაც ზეობს უსამართლობა და პოლიტიკური ტერორი“

ეს არის ციტატა იმ ვრცელი მიმართვიდან, რომელსაც ხელს აწერენ ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, მინდია სალუქვაძე, გოგი ქავთარაძე, სოსო ცისკარიშვილს, გიგა ბათიაშვილს, რეზო ესაძე და დავით კვაჭაძე. ამათ ქვეყნის ამ ვიტარებდიან გასმავლის ერთ-ერთ გზად ეროვნული წარმაოდგენლობითი კრების გამართვა მიიჩნიეს.

ბუნებრივია ჩვენი ინტერესიც ამ იდეის მიმართ პირველ რიგში სწორედ ამ პიროვნებებმა განაპირობა. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია უფრო მეტი კონკრეტიკისთვის ამ ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, პოლიტოლოგ ბატონ სოსო ცისკარიშვილს დაუკავშირდა.



XS
SM
MD
LG