ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევის რინგი


ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მე-9 რაუნდი გაიმართა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. მოლაპარაკებებში კონფლიქტის მხარეების გარდა გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. რამდენად ეფექტური აღმოჩნდა შეხვედრა, განიხილეს თუ არა ისეთი წინადადებები, რომლებიც წინა 8 შეხვრდრის დროს არ დამდგარა დღის წესრიგში და ზოგადად, რა შედეგი მივიღეთ ამ რაუნდიდან, ამით შესახებ მოსაზრებებს ქართველი ექსპერტები გამოთქვამენ.

პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის, უბრალოდ, არსებობს. არსებობს, როგორც ფორუმი, სადაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს ხვდებიან და დგება ურთიერთკონტაქტი. იგი ამ რაუნდისგან ახალს არაფერს ელის, რადგან საუბარი რაიმე შედეგზე, შეთანხმებაზე, იმ ფონზე, როდესაც ომიდან მხოლოდ წელიწადნახევარია გასული, წარმოუდგენლად მიაჩნია.

სტრატეგიული ურთიერთობებისა და კვლევის ცენტრის ექსპერტის, კახა გოგოლაშვილის მოსაზრებები ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პრინციპში, ემთხვევა ზაქარეიშვილის აზრს იმის თაობაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჟენევაში ხდება, ეს თვითონ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრის ფაქტია, ურომლისოდაც მომავლისთვის კონფლიქტის განეიტრალებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იქნება.

შეხვედრის წინაპირობიდან გამომდინარე, სავარაუდო შედეგი ფაქტიურად, წინასწარვე იყო ცნობილი. წინასწარ საუბრობდნენ იმის შესახებაც, რომ მხარეები ისაუბრებდნენ, მაგრამ არ დათანხმდებოდნენ ერთმანეთის პირობებს.



XS
SM
MD
LG