ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტის გავლენა თანამედროვე ცხოვრებაზე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით ინტერნეტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში:“ ამის გამო ინტერნეტის მომხმარებლები ძირეული უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია აზრის გამოხატვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება მარტო იმაში აღარ გამოიხატება, რომ ქალაქის მოედანზე მთავრობა აკრიტიკო. დღეს ინტერნეტის საშუალებით ადამიანებს საკუთარი შეხედულების გამოხატვის უზარმაზარი საშუალებები გააჩნიათ.“

ქალბატონი კლინტონის განცხადების თანახმად ახალი ტექნოლოგიები ეკონომიკურ განვითარებას, კაპიტალის დაგროვებას და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

ინტერნეტს შეუძლია გადოს ხიდები ბარიკადების სხვადსხვა მხარეს მყოფ ადამიანთა შორის. დააკავშიროს ერთმანეთს თანამოაზრეები და მთელი მსოფლიოს განვითარებაზე მოახდინოს გავლენა.

მაგრამ იმავე ტექნოლოგიებს ახალი ინფორმაციული სამყაროს შექმნასთან ერთად შეუძლიათ ცენზურის დაწესება, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და პროგრესისთვის ხელის შეშლა. ჰილარი კლინტონის განცხადებით ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ინტერნეტს დამოუკიდებლი აზრის ჩასახშობად იყენებს. ინტერნეტის საშუალებით ზოგიერთი დაჯგუფება ტერორისტების დაქირავებას ცდილობს:“ ეს ტექნოლოგიები არ უნდა გამოიყენონ მშვიდობიანო პოლიტიკური შეხედულების ან რელიგიური უმცირესობების უფლებების ჩასახშობად. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს რატა გლობალური ელექტრონული ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ჩვენი ძალისხმევით ეს პრობლემა გაეროს და მსოფლიოს სხვა საერთაშორისაო ორგანიზაციების მსჯელობის საგანი გახდა.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით ვაშინგტონი ერთიანი ინტერნეტის არსებობას უჭერს მხარს. ახალი ტექნოლოგიები მხოლოდ პროგრესს უნდა უწყობდნენ ხელს და მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს მათი თავისუფლად გამოყენების საშუალება. განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

XS
SM
MD
LG