ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის  მიმოხილვა


უცხოური პრესის დღევანდელ მიმოხილვაში ორი სტატიის შესახებ მოგითხრობთ. პირვლი ნიუ იორკ ტაიმსში ენდრიუ როს სორკინის მიერ რედაქტირებული ანალიტიკური სტატიაა, რომელიც სათაურით „რუსი ოლიგარქის ჰონკონგამდე მიმავალი გრძელი გზა" 25 იანვარს დაიბეჭდა.

სტატია რუსული კომპანია რუსალისა და მისი ოლიგარქი მფლობელის ოლეგ დერიპასკას ჰონკონგის აქციათა ბირჟაზე გასვლის ისტორიას მიმოიხილავს. რუსალი მსოფლიოში ალუმინის მწარმოებელ ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელზეც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა უდიდესი უარყოფითი გავლენა იქონია და კომპანიას მილიარდობით დოლარის ოდენობის ვალი დაადო.

თუმცა, სტატიის თანახმად, მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა რუსალი კრიზისიდან გამოდის და ვალების გადახდასაც იწყებს.

მაშინ როდესაც კომპანიას ყველაზე მეტას სჭირდებოდა ნაღდი ფული, ანუ სესხის აღება, როგორც ევროპული ასევე რუსული ბაკები სახელმწიფოს იმედზე იყვენენ და თვითონაც გაკოტრებისგან ხსნას მოელოდნენ. შესაბამისად დერიპასკასთვის სესხის გამოყოფაც არავის შეეძლო.

კომპანიის გაბანკროტებისგან გადასარჩენად, დერიპასკამ პირველად კომპანიის ისტორიაში ლიბიისგან ითხოვა შველა და რუსალის აქციები შესთავაზა. ლიბიელებთან მოლაპარაკებაში საიფ კადაფი, მაუმარ ეკ კადაფის შვილიც იყო ჩართული. მიუხედავად, რომ მოლაპარაკებებმა ლიბიაში შედეგი ვერ გამოიღო, აზიის სააქციო ბირჯა ინტერესით მოეკიდა რუსალს და ჰონკონგის სააქციო ბაზარზე კომპანიის აქციები იანვრის ბოლოს შევა გაყიდვაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსალი სარისკო ინვესტიციას წარმოადგენს არა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის, არამედ რამდენიმე ბურუსით მოცული გარიგებისა და მათთან დაკავშირებული სასამართლო სარჩელების გამოც.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ 2008 წელს რუსალმა ნორილსკ ნიკელი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარად შეისყიდა. რამდენიმე თვეში კი ფასები ყველაფერზე დავარდა და ფინანსური კრიზისიც დაიწყო. სხვათა შორის, ნორილსკ ნიკელის მეპატრონემ მიხაილ პროხოროვმა საუკეთესო დროს გაყიდა კომპანია. ამ ფულის ჩადება მან ამერიკულ კალათბურთში გადაწყვიტა და ახლა ამერიკის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (ენ ბი ეის) პასუხს ელოდება ნიუ ჯერსის ნაკრების ნეტების ყიდვასთან დაკავშირებით.

რუსალის წინააღმდეგ ზემოთხსენებული სასამართლო საქმეების სავარაუდო შედეგები ჯერ უცნობია. ერთი საქმე ლონდონის სასამართლოში მიხაილ ჩორნიმ (ჩერნეიმ) შეიტანა, და დერიპასკას კომპანიიდან მის კუთვნილ წილს, 13 პროცენტს სთხოვს. მისი განცხადებით მას კომპანიის ნაწილის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმნეტზე ხელი 2001 წელს აქვს მოწერილი. დერიპასკა უარყოფს ამ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მომჩივარს 250 მილიონი დაუსბუთებელი მიზეზების გამო გადაუხადა. ჩორნი ესპანეთის ინტერპოლის მიერ იძებნება, მაგრამ ლონდონის სასამართლომ მაინც გადაწყვიტა მისი საქმის მოსმენა.

მეორე სასამართლო სარჩელი რუსალის წინააღმდეგ გვინეის მთავრობამ შეიტანა. 2008 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ, გვინეის ახალმა ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი ნაციონალიზაცია მოახდინა და პრივატიზირებული ყველა უცხოური საწარმო მათ სორის რუსალის კუთვნილი მაღაროებიც, სახელმწიფოს კუთვნილებაში გადაიყვანა. სტატიის თანახმად, გვინეამ რუსალის წინააღმდეგ სარჩელი იმის გამო შეიტანა, რომ წარმოებული ამუმინის 7 პროცენტს რუსალი გვინეაში მოიპოვებს და იმის გამო, რომ კომპანია ქვეყნიდან გასული ჯერ არ არის სახელმწიფო ზარალდება. გვინეა რუსალს 1 მილიარდ დოლარს სთხოვს, დერეპასკა კი საქმის სამედიაციოდ გადაცემას ცდილობს.

სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსალს უმძიმესი ფინანსური კრიზისი აქვს, კომპანია მალე დასძლევს სირთულეებს. აზიის აქციათა ბირჟაზე გასვლა კომპანიას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დაუყოვნებლივ მოუტანს, ამის შემდეგ, კი სესხის აღება დერიპასკას რუსალისთვის არც ისე ძნელი იქნება.

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება ლანკასტერის იგლ გაზეტის ონლაინ გამოშვებაში დაბეჭდილ სტატიაზე გაამახვილებს ყურადღებას. სტატია რიჩარდ სკეიმჰორნს ეკუთვნის და ის 24 იანვარს გამოვეყნდა.

სტატია სათაურით „ევრაზიის მომავალი გეოპოლიტიკა" რუსეთისა და ამერიკას შორის ევრაზიაში გეოლოპლიტიკური დაპირისპირების მოკლე მიმოხილვას აკეთებს.

სტატია იწყება იმით, რომ რუსეთის გაძლიერება და მისი მეზობლების ისევ გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობა ევროპისთვის სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, რუსეთს შეიძლება უპირატესობაც კი მიენიჭოს რეგიონში გეოსტრატეგიული ძლის გადანაწილების მხრივ. მაგრამ, ავტორის აზრით, სუ სიტუაციას კარგად დავაკვირდებით, საქმე არ ისეა როგორც ცანს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ბუშის ადმინისტრაციამ ცენტრალური აზიისპატარა ქვეყანა ყირგიზეთს, მანასის საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება სთხოვა. მანასის ბაზიდან ავღანეთის საზღვრამდე 1 საათია საფრენი.

სტატიის თანახმად, ამერიკის მთავრობა ყირგიზეთს თავდაპირველად 18 მილიონ დოლარს უხდიდა ნაგებობების ქირაობაში. ავტორი გვახსენებს, რომ ყირგიზეთის მთავრობის ბიუჯეტი ერთი მილიონი დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მამერიკის შემოთავაზება უაღრესად სარფიან ეკონომიკურ გარიგებას წარმოადგენდა.

მას შემდეგ, რაც ბუშმა პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში რაკეტსაწინააღმო სისტემების დადგმა გამოაცხადა, რუსეთმა ყირგიზეთის მთავრობასთან დაიწყო მოლაპარაკება და ერთი პერიოდი წარმატებასაც კი მიაღწია. ყირგიზეთმა პენტაგონს კონტრაქტის ამოწყრვის ტარიღად 2009 წლის 3 აგვისტო დაუსახელა.

თეთრ სახლში ცხადი იყო თუ ის, რომ მოსკოვი ცენტრალური აზიის დათმობას ასე ადვილად არ აპირებდა და ყირგიზეთის მთავრობასთან მოლაპარაკებისას ქირის საფასური 18 მილიონიდან 60მდე გაზარდა და ამასთან ახალი სამხედრო აეროპორტის აშენებაც შესთავაზა, რომელიც დამატებით 37 მილიონი დოლარი დაჯდება.

სტრატეგიული, გეოპოლიტიკური და ფინანსური ძალების მოსინჯვის ამ პროცესში, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაანახა დასავლეთს, რომ ევრაზიაში ჯერ ისევ მოსკოვია წამყვანი ძალა და საქართველოსთან ომის შემდეგ 2008 წელს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ავტორი აგრძელებს სტატიას და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ აზიაში მოსკოვის მიერ ძალის გამოჩენის შემთხვევებზე ევროპა რეაგირებას , როგორც წესი არ აკეთებს, საქართველოს შემთხვევაში ცხადი გახდა, რომ ევროპამ თავი საფრთხეში იგრძნო. ეს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამავლობაზე გამოჩნდა. თუმცა სტატიაში ჩანს კითხვა, რამ გამოიწვია ევროპის ასეთი დაინტერესება საქართველო რუსეთის ომით - იმან, რომ დემოკრატიული და სუვერენული სახლემწიფოს უფლებების ხელყოფა ხდებოდა თუ იმან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთიდან ძალიან ახლოს ბაქო თბილისი ჯეიჰანისა და ბაქო თბილისი ერზრუმის მილსადენი გადის, რომელიც ევროპას ნავთობითა და ბუნებტივი აირით ამარაგებს.

სტატია იმ დასკვნით მთავრდება, რომ რუსეთი და დასავლეთი კვლავ აგრძელებენ გეოპოლიტიკურ ჭიდილს ევრაზიაში. უდავო ლიდერი ამ ბრძოლოას ჯერ არ ჰყავს და შეიძლება არც არასდროს ჰყავდეს, რადგან ავტორის თანახმად, სწორედ ამაში მდგომარეობ მულტიპოლარული სამყაროს დინამიკაც.


XS
SM
MD
LG