ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა ალან ჯონსონმა განაცხადა,
რომ ქვეყანაში ტერორიზმის მუქარის დონემ ერთი საფეხურით აიწია.
ტერორიზმის ანალიტიკის ცენტრის დასკვნით, ტერორიზმის დონემ არსებითიდან სასტიკ ფაზაში გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ ტერორისტული შეტევების საფრთხე მომატებულია.
ჯონსონს ტერორიზმის საფრთხის დონის აწევის არგუმენტები არ დაუსახელებია, მან დასძინა, რომ ბრიტანეთის მთავრობას ამ საკითხებისთვის დაზვერვის ანალიზი არ მოუთხოვია.
ბრიტანეთს 5 საფეხურიანი სისტემა აქვს, რომლის მიხედვითაც ჯონსონის განმარტებით, სასტიკი დონე მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
“ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას,რომ რომ ტერორისტული აქტი გარდაუვალია.”
როდესაც შეტევის საფრთხე გარდაუვალი იქნება, ტერორიზმის უმაღლესი დონე კრიტიკულ ზღვარს აღწევს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განგაშის ფერადოვან სისტემას იყენებს. ამერიკის ავიაციის სექტორი დღეს განგაშის სტაფილოსფერ დონეზეა, რომელიც ტერორსიტული შეტევების მაღალი რისკის მაჩვენებელია.
ბოლო თვეების მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების დონემ საგრძნობლად მოიმატა. დაზვერვის თანამშრომლები აფრთხილებენ, რომ ალ-ყაიდას ფრთა იემენში ტერორისტული აქტების სერიას გეგმავს.
ახალგაზრდა ნიგერიელი კაცი, რომელიც დეტროიტ-ამსტერდამის რეისის
აფეთქების მცდელობისთვისაა დაკავებული, ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე იემენში იმყოფებოდა.
მნიშვნელოვანია ისიც. რომ მანამდე რამდენიმე წელი ის ლონდონში სწავლობდა.